საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

Le Figaro 05.11.2010

 

 

აღმოსავლეთით, ცივი ომი ჯერ არ დამთავრებულა.

საქართველომ პარასკევს გაავრცელა ინფორმაცია მნიშნელოვანი რუსული საჯაშუშო ქსელის დაშლის შესახებ. შინგან საქმეთა მინისტრის განცხადებით რამდენიმე ათეული ადამიანი იქნა გამოაშკარავებული, მათგან კი მხოლოდ 13 დააპატიმრეს: ოთხი რუსი და ცხრა ქართველი. ყველას რუსეთის ფედერალური დაზვერვის სამსახურის სასარგებლოდ საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ ინფორმაციის გადაცემა ედება ბრალად. ისინი კი ვინც განსაკუთრებული მნიშვნელობის ინფორმაციას არ ფლობდა, მეთვალყურეობის ქვეშ დატოვეს.

თბილისს რაც შეეხება, კონტრდაზვერვის ქართულმა სამსახურებმა ნამდვილად ივაჟკაცეს. ეს ამბავი კი ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყო. იმ დროს, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის აგენტებს თანაშრომლობის სანაცვლოდ ამნისტია შესთავაზა. « ბევრი ამაზე წამოვიდა, ორი მათგანი კი ფსბ-ზე მუშაობდა », გვიყვება საქმეში ჩახედული კაცი. მას შემდეგ ქართველებმა გადაბირებული აგენტების მეშვეობით ამ ქსელში შეაღწიეს და შეტობინებების გასაშიფრად საჭირო აუცილებელი კოდების გაგება მოახერხეს.

დაკავებული აგენტებიდან 6 საქართველოს სამხედრო ავიაციის მფრინავია, რომლებიც ფსბ-ს ადგილობრივ მეკავშირე აგენტთან იური სკრილნიკოვთან თანამშრომლობდნენ. მათი უმრავლესობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედებდა. 2004 წლამდე, ვიდრე თბილისი მასზე კონტროლს განამტკიცებდა, ეს რეგიონიც რუსეთის წაქეზებით ურჩობდა.

«ყოფილ საბჭოთა კავშირის სივრცეში, ფსბ-ს ჯაშუშური ქსელები მუდამ რუსეთის სამხედრო ბაზების სიახლოვეს იქმნებოდა», გვიხსნის საქმის სპეციალისტი. ბათუმიდან რუსული ბაზა რამდენიმე წლის წინ გავიდა, მაგრამ აგენტები დარჩნენ. სწორედ ისინი დააპატიმრეს.

 

დამწვარი ვერტმფრენები

«2008 წლის ომის დროს სინი ყველა ძალიან აქტიურობდა», გვიხსნის საქართველოს ხელისუფლებასთან დაახლოვებული პირი. მაგალითად, ნომერ მეექვსე ეჭვმიტანილ გოჩა დიასამიძეს უკვე უღიარებია კიდეც, რომ კონფლიქტის დროს ფსბ-ს ქართული ვერტმფრენების სამალავი ადგილსამყოფელი შეატობინა ბორჯომის ტყეში. ცოტა ხანში რუსული ტვითმფრინავების მიერ ტყეში გაჩენილი ხანძრით გადაწვეს ისინი. აგენტები რუსებს რეგულარულად აწვდიდნენ ქართული ჯარების განლაგებისა და საჰაერო ძალების შესახებ ინფორმაციას.

აღნიშნული ქსელის გაშიფვრის შესახებ განცხადება წინა თვეში გაკეთდა. ლისაბონში დაგეგმილ ნატოს სამიტამდე სულ რაღაც ორი კვირის წინ, სადაც კრემლის ძლიერი ზეწოლის ფონზე განსაკუთრებული ენთუზიაზმისა და ხალისის გარეშე მაინც უნდა განცხადდეს საქართველოს ერთ მშვენიერ დღეს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების საკითხი.

სსრკ-ს დაშლის შემდეგ მოსკოვსა და თბილისს შორის დაძაბულობა პერმანენტულად იგრძნობა. რუსეთი მხარს უჭერს საქართველოს ორ სეპარტისტულ რეგიონს: აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. რუსეთი 2008 წლის ომის შემდეგ თავისი შეიარაღებული ძალებით შემორჩა ამ რეგიონში.

თუმცა, საქმეში გარკვეული სპეციალისტებისათვის, ჯაშუშობის ამ ბოლოდროინდელ საქმეს სულ სხვა დანიშნულება აქვს. «ბალტიის ქვეყნების გარდა, საქართველო ყოფილ საბჭოთა სივრცეში ერთადერი ქვეყანაა, სადაც კგბ-ს სისტემა მთლიანად მოიშალა და მთლიანად დამოუკიდებელი, რუსული სპეცსამსახურებისაგან თავისუფალი სახელმწიფო შექმნა. ვლადიმერ პუტინს სწორედ ეს

ვერ აუტანია. ჩვენი მიზანია, პოსტსაბჭოთა რუსეთის გავლენისგან თავისუფალი ქვეყანა შევქმნათ – გვეუბნება, საქმეში ჩახედული ადამიანი და პუტინ-სააკაშვილის 2004 წლის 27 თებერვლის შეხვედრას იხსენებს: «რაც გინდა ის ქენი ნატოსთან და დასავლეთთან ურთიერობებში, ოღონდ ვალერი ხაბურზანია დატოვე უშიშროების მინისტრად-ო».  სააკაშვილმა კი პირიქით ისარგებლა ამ დასმენით და მოიშორა მოსკოვის კაცი, ვიდრე მის სამინისტროს საერთოდ გააუქმებდა, რომელიც პოლიციასა და დაზვერვის სამსახურს მოიცავდა. «ამის შემდეგ აირია ურთიერთობები მოსკოვსა და თილისს შორის». ამ ბოლო საქმეზე რუსეთის რეაქცია «ძალიან ბრაზიანი» იყო და მას «პოლიტიკურ ფარსს» უწოდებს, რომელიც 19-20 ნოემბრის სამიტის წინ «სკანდალის პროვოცირებას» ისახავს მიზნად.