საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

LeMoci 11.11 .2010

 

საქართველოში ახალი, ძალზედ ლიბერალური საგადასახადო კოდექსი ამუშავდა.

 

ულტრალიბერალობა სულაც არ ნიშნავს გადასახადების არ აკრეფას. საქართველოს მთავრობა ცდილობს მიაღწიოს გარკვეულ ბალანსს. ერთი მხრივ ის ერთგულია ამერიკული ლიბერალიზმის მსგავსი იდეოლოგიისა, და მეორე მხრივ ცდილობს დააფინანსოს ის რეფორმები, რომლებიც ახალგაზრდა რესპუბლიკას დასავლური ტიპის სახელმწიფოდ გარდაქმნის და რუსეთის გავლენის სფეროდან გამოიყვანს.

17 სექტემბერს ახალი საბაჟო და საგადასახადო კოდექსის მიღებაც ამ სულისკვეთებას შეესაბამება. ეს არის ლიბერალიზაციის II აქტი ამ საკითხთან მიმართებით. ძალზედ ლიბერალური მიმართულება, რომელიც 2004 წელს დამკვიდრდა ახალი საგადასახადო კოდექსის მიღებასთან ერთად, შენარჩუნებულია: ამჟამად არსებობს 6 გადასახადი 21-ის ნაცვლად. პროცენტი დაწეულია, პროცედურები გამარტივებულია... მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა ყოფილ საბჭოთა კავშირში!

წელს საუბარია როგორც « ტექსტების კიდევ უფრო გამარტივებაზე, ასევე მეწარმეების წახალისებასა და განსაკუთრებით პატარა საწარმოების ხელშეწყობაზე », აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე რუსუდან კემულარია. « მცირე და საშუალო საწარმოების » და « მიკრო ბიზნესის » ცნებები გაჩნდა საკანონმდებლო ტექსტებში. პატარა საწარმოები გათავისუფლებულნი არიან გადასახადებისგან.

ახალ კოდექსში ერთმანეთში არის შერწყმული საგადასახადო და საბაჟო საკითხები. « მსგავსი პრაქტიკა არ არსებობს მსოფლიოში, ჩვენ გვსურდა კოდექსის გამარტივება გადამხდელებისათვის », აცხადებს რუსუდან კემულარია. თუკი გაჩნდება ეჭვი გადასახადის თანხასთან ან მის წარმომავლობასთან დაკავშირებით, თითოეულ საწარმოს ექნება უფლება შესაბამისი კითხვით მიმართოს საგადასახადო ადმინისტრაციას და პასუხს ექნება იურიდიული ძალა. « ეს არის ამ ახალი კოდექსის დადებითი მხარე. თქვენ იცით, თუ როგორი რეაქცია ექნებათ საგადასახადო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, თქვენ დაცული ხართ, მიაჩნია ნატალია მერაბიშვილს, საფრანგეთის ბიზნეს საბჭოს წევრს. სხვა ზომები იქნა მიღებული, რათა გაუმჯობესდეს საინვესტიციო და ბიზნეს გარემო. შეიქმნა « საგადასახადო ომბუცმენის » პოსტი, ეს არის მედიატორი, რომელიც გადამხდელს საგადასახადო ადმინისტრაციისგან იცავს. გადამხდელი, რომელსაც აქვს დარღვევა, თუმცა მას ასე არ მიაჩნია, აღარ იქნება დასჯილი.

დღევანდლამდე, საგადასახადო და ეკონომიკური პოლიტიკის ლიბერალური მიმართულება პრაქტიკაში აწყდება რეალურ წინააღმდეგობებს. ფინანსური პოლიცია, რომელსაც ეწოდა « ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური » ხშირად ეწვევა ხოლმე საწარმოებს. ამ სამსახურმა რაც შეიძლება « გაზრდილი ციფრები » უნდა აჩვენოს. « ხშირად გადასახადების დაწესება ხდება ადგილზე, საგამოძიებო სამსახურის მიერ და მისი შეხედულებისამებრ და თითქოს არ არსებობდეს საგადასახადო შეზღუდვები. არ შეიძლება იყო სუპერლიბერალი და და გქონდეს საპირისპირო პრაქტიკა », აცხადებს ანტუან ბარდონი, კაპიტალ ვოსტოკის მეწილე.

« ახალ კოდექსში, ჩვენ შევამცირეთ გამომძიებლების მოქმედების არეალი და ინტერპრეტაციის შესაძლებლობები. მათ რეალური მტკიცებულებები უნდა გააჩნდეთ გამოძიების დასაწყებად », ხაზს უსვამს რუსუდან კემულარია. იმ მეწარმეთა და ადვოკატთა აზრით, რომელთაც ჩვენ მივმართეთ, არსებობს ინსპექციის დეპერსონალიზაციის ნება. « ყველაფერი დამოკიდებულია პოლიტიკურ ნებაზე, რადგან საკმარისი მტკიცებულების ინტერპრეტირება ყოველთვის არის შესაძლებელი », ფიქრობს ნატალია მერაბიშვილი.

კრიზისის პირობებში თბილისი ცდილობს სახსრების შეკოწიწებას. როდესაც მთავრობამ გამოაცხადა ერთადერთი გადასახადის პროცენტის თანდათანობითი შემცირება, რომელიც 2013 წლისთვის 15% მიაღწევს, 2012 წელს შენარჩუნდება 20%-ზე და შემდეგ დაიწევს 18%-ით მომდევნო ორი წლის განმავლობაში. ყველაფრის მიუხედავად, პრეზიდენტი სააკაშვილი ცდილობს დაარწმუნოს ინვესტორები, რომ მიმზიდველი პოლიტიკის კურსი კვლავ გაგრძელდება. მან აღმოფხრა კორუფცია ყველა ადმინისტრაციულ სტრუქტურაში, ვარდების რევოლუციის მერე 2003 წელს.

ამ შემოდგომასMმას სურდა « Aცტ ოფ Eცონომიც Lიბერტყ » - ის გატარება, რათა შეეჩერებინა გადასახადების დონე და ასევე ფინანსური და საბიუჯეტო ლიბერალური გარემო, რომელიც მან თავის დროზე დააფუძნა. “არსებობს ნება, თუმცა ეს პერიოდი არ არის ხელსაყრელი მსგავსი საკონსტიტუციო კანონის მისაღებად. ეს კანონი ასევე შესაბამისობაში უნდა იყოს ევროპულ სტანდარტებთან, ვინაიდან საქართველო ზაფხულიდან მოყოლებული აწარმოებს მოლაპარაკებებს ევროკავშირთან მის ასოცირებულ წევრობაზე”, აცხადებს ირაკლი მატკავა, ინვესტიციების ეროვნული სააგენტოს დირექტორი.

რეჟის ჟანტე, თბილისიდან

სამი შეკითხვა საფრანგეთში საქართველოს ელჩს, მამუკა კუდავას

 

«ჩვენი პრიორიტეტებია ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა და სოფლის მეურნეობა»

საფრანგეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმიდან რამდენიმე დღით ადრე, რომელიც 25 ნოემბერს გაიმართება პარიზში ფრანგული Mედეფ-ის და საფრანგეთის ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით, საფრანგეთში საქართველოს ელჩი მამუკა კუდავა გვიზიარებს საქართველოს პერსპექტივებს, რომელიც გახსნილია ფრანგული საწარმოებისათვის.

 

LეMოცი: როგორ ფიქრობთ უცხოური ინვესტიციების მიზიდვას, განსაკუთრებით საფრანგეთიდან? არსებობს თუ არა კონკრეტული ამოცანები ტექნოლოგიებისა და ცოდნის გაზიარების მიმართებით ან იმ სფეროში, რომელიც განსაკუთრებით გაინტერესებთ საფრანგეთში?

მამუკა კუდავა: საქართველოში მყოფი ბიზნესმენები კმაყოფილები არიან და ამისათვის რამდენიმე მიზეზი არსებობს. ეს არის ქვეყანა, რომელიც ძალიან ჰგავს საფრანგეთს: ცხოვრების სტილი და ასევე კულტურა. ეკონომიკური ზრდის დინამიკა ძალზედ სწრაფია. ბიზნესის კეთების კლიმატი არის ხელსაყრელი. ამაზე მიუთითებს რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორიც არის მსოფლიო ბანკი (მე-11 ადგილზე ბიზნესის კეთების მიმართებით), თრანსპარენცყ Iნტარნატიონალ (კორუფცია). 2003 წლიდან მოყოლებული ხელისუფლებას აქვს შერჩეული ლიბერალული ეკონომიკური პოლიტიკა. გადასახადები ყველაზე დაბალია რეგიონში. ბიუროკრატიასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფო პრიორიტეტია. ადვილია საქართველოში დამკვიდრება. ნებართვა ერთ დღეში გაიცემა. შრომის კოდექსიც საკმაოდ ლიბერალურია. საფრანგეთთან ურთიერთობების განვითარებაში ხელს მხოლოდ ისტორია გვიშლის. საქართველო გეოგრაფიულად მდებარეობს რეგიონში, რომელიც საფრანგეთის ინტერესის სფეროში არ შედიოდა. ჩვენს ამჟამინდელ პრიორიტეტებს რაც შეეხება უცხოურ ინვესტიციებთან მიმართებით, ჩვენი ინტერესია ენერგეტიკის სფერო, ინფრასტრუქტურა, რომელიც დაკავშირებულია ტურიზმთან და ასევე სოფლის მეურნეობა. ამ დიდ სექტორებში ჩვენ გვაინტერესებს ახალი ტექნოლოგიები. საფრანგეთს შეუძლია უდიდესი როლის თამაში.

LეMოცი: მოკლევადიან პერსპექტივაში რა არის გასაკეთებელი იმისათვის, რომ უფრო დინამიური გახდეს საფრანგეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობები?

მამუკა კუდავა: ევროკავშირთან დაახლოება უდიდეს როლს ითამაშებს მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი არ არის ჩვენი პირველი სავაჭრო პარტნიორი. შეღავათიანი სავიზო რეჟიმი თხუთმეტიოდე კატეგორიისათვის (ბიზნესმენები, ჟურნალისტები, სტუდენტები...) მეტ ქართველს მისცემს საშუალებას ჩამოვიდეს საფრანგნეთში. საფრანგეთთან ხელმოწერილია ორმხრივი კონვენცია ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ. საქართველო არის ღია, გამჭვირვალე და ლიბერალური ეკონომიკის მქონე იმიჯის ქვეყანა და ეს მოიზიდავს სხვადასხვა კომპანიებს.

LეMოცი: დიდი ინვესტიციების შესვლა საქართველოში ასევე შეაჩერა დაძაბულობამ რუსეთთან. ამის ერთერთი გამოხატულება იყო საქართველოს ვეტო რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს დაძაბულობა უახლოეს მომავალში მოიხსნება?

მამუკა კუდავა: რუსეთთან დაკავშირებული პრობლემები საქართველოს იმიჯს არ ეხმარება. 2008 წლის ომს და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას უარყოფითი შედეგები მოყვა. თუმცა, ქვეყანაში პრობლემები არ იგრძნობა, საქართველო ვითარდება, აღინიშნება ეკონომიკური ზრდა და არის სტაბილურობა. იმედი გვაქვს, რომ ურთიერთობა რუსეთთან მოგვარდება მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული. რუსეთმა დააწესა ემბარგო ქართულ პროდუქციაზე 2006 წელს. რაც შეეხება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის საკითხს, ჩვენ რუსეთის გაწევრიანებას არ ვუკავშირებთ ემბარგოს. პრიორიტეტი ჩვენთვის არის ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობა. ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების დაცვით, განსაკუთრებით საბაჟოზე. ოკუპირებულ რეგიონებში უნდა არსებობდეს კონტროლი ორივე მხარეს. ჩვენ მოვთხოვთ ჩვენს მებაჟეებს, რომ წარმოდგენილნი იყვნენ ამ ტერიტორიებზე.

 

Occupied Territories of Georgia

eVISA portal