საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

La Croix 22.11.2010

 

სამიტიდან სამიტამდე, დღევანდელი საერთაშორისო რეალობა ჩრდილში აყენებს საქართველოს და 2003 წლის 22 ნოემბერს მომხდარი «ვარდების რევოლუციის» მეშვიდე წლისთავს. იმდროინდელი ხელისუფლების მიერ არჩევნების გაყალბებამ, ოპოზიციის ლიდერის მეთაურობით ბრბო პარლამენტის შენობში შეიჭრა. მეორე დღეს ედუარდ შევარდნაძე გადადგა. 2004 წლის იანვარში დიდმა უმრავლესობამ მიხეილ სააკაშვილი გააპრეზიდენტა. წლების განმავლობაში, არჩევნებმა დააკანონა რეფორმების ამბიციური პოლიტიკა და საქართველოს პრო-დასავლური ორიენტაცია. «რევოლუციისა» და განვითარებული მოვლენების შედეგებმა მოსკოვში რუსეთის ხელისუფლების განრისხება გამოიწვია. ნებით თუ უნებლიეთ, საქართველო აღმოჩნდა რუსეთ-დასავლეთის კონფლიქტის ეპიცენტრში.

2000-იანი წლები გამოირჩევა რუსეთსა და დასავლეთს შორის «ცივი მშვიდობის» ეპოქად, რომელმაც 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომამდე მიგვიყვანა. ეს პოსტ-საბჭოური ეპოქიდან შემორჩენილი მნიშვნელოვანი გადმონაშთებია. ქართული ტერიტორიების დაპყრობის შემდგომ, მოსკოვმა დაუყონებლივ აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონები, რამაც საგრძნობლად შეაფერხა ნატო-სთან ურთიერთობები. მიუხედავად ამისა, ავღანეთის საკითხში და ტერორიზმთან ბრძოლაში თანამშრომლობა გაგრძელდა. მოკლე დროში, ობამას ადმინისტრაციამ რუსეთის ხელისუფლებას შესთავაზა «თავიდან ამუშავების» პოლიტიკა, ორმხრივი თანამშრომლობის პლანზე ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში (ნატო და ევროკავშირი).

დასავლეთის «კონსტრუქციულმა ჩართულობამ» გამოიწვია ანგარიშგასაწევი რეზულტატები, როგორებიცაა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ რუსულ-ამერიკული შეთანხმების ხელმოწერა, ავღანეთში ნატო-ს ჯარებისთვის განკუთვნილი ტვირთის გატარება რუსეთის ტერიტორიაზე, ან კიდევ გაერო-ში ირანის ბირთვულ პროგრამაზე საერთაშორისო სანქციებზე ხმის უფლება. საჭიროა მოქმედება. რამოდენიმე კვირაა, დიმიტრი მედვედევი ირწმუნება კიდეც, რომ მოსკოვი აღარ შეეწინააღმდეგება ნატოს ანტისარაკეტო ფარის შემუშავებას. მავანნი, დასავლეთისკენ რუსეთის დაახლოებას თვლიან, როგორც  შიდა პრობლემების მოგვარებას და ჩინეთის ძალაუფლების დაბალანსებას აღმოსავლეთში.   

მაგრამ საჭიროა იმ დიდი განსხვავების დანახვა, რომელიც არსებობს ერთის მხრივ რუსეთ-დასავლეთის ამ «საგას» და მეორეს მხრივ რეალობაში არსებულ ჩავარდნებს შორის. საქართველოში მედვედევ-სარკოზის აგვისტო სექტემბრის შეთანხმებები მხოლოდ ნაწილობრივ არის შესრულებული. Dდე ფაქტო ანექსირებული სეპარატისტული რეგიონები გადაქცეულ იქნენ განვითარებულ ბასტიონებად, რომლებიც ემსახურებიან რუსეთის ზეგავლენის გაძლიერებას სამხრეთ კავკასიაში, რითიც რუსეთი ცდილობს შეინარჩუნოს კასპიის ზღვის რესურსებისადმი ხელმისაწვდომობა. თუ მოსკოვმა განიცადა ზოგიერთი დიპლომატიური მარცხი - დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის და შანჰაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ქვეყნების მთავრობებმა არ აღიარეს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა - დასავლური დიპლომატია გარკვეულწილად დისკრედიტირებული აღმოჩნდა პოსტ-საბჭოთა ეპოქაში. უკრაინაში უკვე შეიმჩნევა ამით გამოწვეული შედეგები, და არის საშიშროება, რომ ძველი ეპოქის ჩვევებმა ისევ იჩინონ თავი.

რუსეთში შიდა პოლიტიკური კონტექსტი ძალიან არეულია იმისთვის, რომ ერთობლიობაში რაიმე ჩამოყალიბებული გეოპოლიტიკური კურსი დავლანდოთ. ტენდენციების და კონტრტენდენციების კონტრასტული მონაცვლეობა ვერ ქმნის ერთიან სურათს და პუტინ-მედვედევის «დუმვირატის» გარშემო გრავიტაციულ მოძრაობაში მყოფი გავლენის ჯგუფები პირველ რიგში ცდილობენ ამ მდგომარეობის სტატუს ქუო-ს შენარჩუნებას საპრეზიდენტო არჩევნებამდე. ზოგიერთი რუსი დამკვირვებელი აღნიშნავს, რომ დასავლეთის მიმართ გახსნილობის პოლიტიკაზე საუბრების პარალელურად შეიმჩნევა ჩაკეტილობის პოლიტიკის გაძლიერება. პოლიტოლოგები საუბრობენ ავტორიტარულ ნეო-პატრიოტიზმის დამკვიდრებაზე, რაც თავის ასახვას ბუნებრივია საგარეო პოლიტიკაშიც პოვებს.

და ბოლოს, რუსეთი უნდა იყოს განხილული თავისი გეოპოლიტიკური ინტერესებისა და შექმნილი სიტუაციების გათვალისწინებით, მისი მმართველების ლოგიკიდან გამომდინარე.Aამგვარად, პოლიტიკური ვალდებულებების აუცილებლობა მოითხოვს კეთილგონიერებას, პრინციპების ერთგულებას და დასახული ამოცანების მკაცრ დაცვას. ამის პარალელურად, «ღია კარის» მიზანდასახული პოლიტიკა წარმართული უნდა იყოს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც უარს ამბობენ განხილული იყვნენ, როგორც მავანათა «ახალი სამეზობლო».