საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაგირება Le Monde–ში გამოქვეყნებულ სტატიაზე

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რეაგირება მოახდინა გაზეთ Le Monde-ში 2010 წლის 12 ნოემბერს გამოქვეყნებულ სტატიაზე - «პერევში, საქართველოში, ევროპელი დამკვირვებლები გახდნენ გაყინული კონფლიქტის მძევლები», რომელშიც საუბარი იყო სოფელ პერევზე, რომელიც რუსეთის საჯარისო ნაწილებმა დატოვეს 18 ოქტომბერს. პარიზში საქართველოს საელჩო შეგვახსენებს, რომ «ევროკავშირი, ისევე როგორც მთელი საერთაშორისო საზოგადოება, რუსეთის, ნიკარაგუას, ვენესუელასა და კუნძულ ნაურუს გარდა, მკაცრად ეწინააღმდეგება სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას (ისევე როგორც აფხაზეთის...). აქედან გამომდინარე, მცდარია იმის დაწერა, რომ სოფელი პერევი იყო უკანასკნელი სოფელი, რომელსაც რუსეთის საჯარისო ნაწილები იკავებდნენ. ყველა სოფელი და ქალაქი, რომელიც მდებარეობს სამხრეთ ოსეთში, - მდებარეობს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე და ამგვარად, ტერმინ ტერიტორიის განსაზღვრების შესაბამისად, არის ქართული.

ჰტტპ://ფრანცე.მფა.გოვ.გე/ინდეხ.პჰპ?ლანგ_იდ=GEO&სეც_იდ=424&ინფო_იდ=8828

 

Occupied Territories of Georgia

eVISA portal