საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საფრანგეთის პრემიერ მინისტრის ფრანსუა ფიონის გამოსვლა ეუთოს–ს სამიტზე, ასტანა (ყაზახეთი), 2010 წლის 1 დეკემბერი

საქართველოსთან მიმართებაში, ჩვენ მოვითხოვთ დაცულ იქნას მისი დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მოვუწოდებთ მხარეებს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბერს ხელმოწერილი ვალდებულებების შესრულებისკენ. ვეყრდნობით რა ჟენევის მოლაპარაკებებს, მოვითხოვთ, საერთაშორისო ორგანიზაციების დაუყონებლივ დაბრუნებას კონფლიქტის ზონაში. ჩვენ მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის ევროპარლამენტის წინაშე საჯაროდ აღებულ ვალდებულებას ძალის არგამოყენების შესახებ და მოვუხმობთ მხარეებს ისარგებლონ თანამშრომლობისთვის გამოწვდილი ხელით.