საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

Le Monde 03.12.2010

 

საჯაროდ, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის უარყოფს ამ აშკარა ფაქტს: რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომის და თეთრ სახლში ბარაკ ობამას მოსვლის შემდგომ ამერიკელების ენთუზიაზმმა საქართველოს მიმართ იკლო. ვიკილიკსის მიერ მოპოვებული და გაზეთ «Lე Mონდე» -ში გამოქვეყნებული უამრავი ტელეგრამა, რასაც თბილისსა და მოსკოვში მყოფი უცხოეთის ქვეყნების ელჩები აგზავნიდნენ, ამ პოლიტიკური რეორიენტაციის დასტურია.

გაფრთხილებები

2008 წლის აგვისტოს ომამდე საქართველო არაერთხელ იყო გაფრთხილებული მის ძლევამოსილ მოზობელთან ურთიერთობების ესკალაციის საფრთხეებზე. მოსკოვსა და თბილისს შორის « ვარდების რევოლუციამდეც » არსებობდა დაძაბულობა. თუმცა, ამ დემოკრატიულმა ჭექა-ქუხილმა, რამაც ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი მოიყვანა, ძლიერ იმოქმედა კრემლის წარმომადგენლებზე და რუსეთის ელიტაში გააძლიერა ის აზრი, რომ საქართველო პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით დასავლეთის გავლენის ქვეშ ექცეოდა.

2007 წლის 12 ივნისს ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უილიამ ბარნსი სადილობს მაღალი რანგის ფრანგ დიპლომატებთან. მეორე დღეს ნიკოლა სარკოზი მიხეილ სააკაშვილს უნდა შეხვდეს. საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩეველი დიპლომატიურ საკითხებში, დამიენ ლორასი აცხადებს, რომ საფრანგეთის მხრიდან იქნება « დიდი მხარდაჭერის » გზავნილი. თუმცა პრივატულად, როგორც ამერიკის ელჩი წერს, ფრანგებს განზრახული აქვთ, რომ სააკაშვილს სთხოვონ არ მოახდინოს რუსების პროვოცირება და თავიდან აიცილოს დაძაბულობის მატება ».   

ორი კვირის შემდეგ უილიამ ბარნსი ხვდება მიხეილ სააკაშვილს, რათა დაუდასტუროს ამერიკელების განზრახვა მხარი დაუჭირონ კოსოვოს ემანსიპაციას. პრეზიდენტს ეს ფაქტი აშფოთებს, რადგან ეშინია იმგვარი პრეცედენტის შექმნა, რომელსაც შემდგომ რუსები გამოიყენებენ საქართველოს სეპარატისტული რეგიონის, აფხაზეთის მიმართ (იგივე შეიძლება ითქვას სამხრეთ ოსეთთან მიმართებით).

მიხეილ სააკაშვილის აზრით, პუტინის გეგმა არის « აფხაზეთის გამოყენება საქართველოს დასანგრევად, ამგვარ რეზუმეს აკეთებს საელჩო თბილისში. (...) სააკაშვილი აცხადებს, რომ აფხაზეთისგან განსხვავებით, რუსებმა შეწყვიტეს სამხრეთ ოსეთის ფაქტორის გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ. პუტინმა მას უთხრა, რომ ის არ მიაქცევდა ყურადღებას სამხრეთ ოსეთს, თუკი ქართველები თავიდან აიცილებდნენ სისხლისღვრას და მშვიდად გადაჭრიდნენ ამ სეპარატისტულ პრობლემას ». თუმცა, 14 თვის შემდეგ სწორედ ამ რეგიონში გაიხსნა ფრონტის ხაზი.  

ამ კონფლიქტის დაჯერება არ სურდა დასავლეთს. 2008 წლის 8 თებერვალს საელჩო საქართველოში საკმაოდ თავდაჯერებულად აცხადებდა: “საქართველოს მთავრობას ნათლად აქვს გადაწყვეტილი ნატოში გაწევრიანება და არ დაუშვებს სამხედრო ქმედებებს”.

ომი

საქართველოსა და რუსეთს შორის ომმა საქართველოს მოკავშირეებს შორის გაოცებასთან ერთად გაღიზიანებაც გამოიწვია. ამერიკა, სადაც ბუშის ადმინისტრაცია უკვე ბოლო დღეებს ითვლიდა, მხოლოდ დამკვირვებლის როლით შემოიფარგლა. თუმცა, პოლონეთიდან მაინც იღებდა კრიტიკულ განცხადებებს საქართველოს მიმართ.

12 აგვისტოს ლეხ კაჩინსკი თბილისში იმყოფება ბალტიისპირეთის ქვეყნების პრეზიდენტებთან და უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოსთან ერთად, რათა მიხეილ სააკაშვილს თავისი უპირობო მხარდაჭერა დაუდასტუროს. 13 აგვისტოს პოლონეთში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოლონეთის შეიარაღებული ძალების შტაბ-ბინის უფროსის, გენერალ ფრანჩიზეკ გაგორის სიტყვები მოჰყავს (იგი 2010 წლის თებერვალში სმოლენსკთან მომხდარ ავიაკატასტროფაში დაიღუპა).

გენერალი შიშობს, რომ რუსეთმა შესაძლოა გაამკაცროს პოზიციები და მიაჩნია, რომ სააკაშვილმა “ძალზედ ცუდი გადაწყვეტილება მიიღო სამხრეთ ოსეთთან მიმართებით და ამით რუსეთის წისქვილზე დაასხა წყალი. პოლონელებს სჯერათ, რომ სააკაშვილი რუსეთის აგენტების მიერ იქნა მანიპულირებული, შესაძლებელია იგი დაჰყვა თავისი მრჩევლების ნებას და ამით ხელი შეუწყო საქართველოში სამხედრო ქმედებებს, რომლის მიზანიც საქართველოს ხელისუფლების დესტაბილიზაცია იყო”.

გენერალი გაგორი ერთ საინტერესო დაზუსტებას აკეთებს: თბილისმა სთხოვა პოლონეთს სარაკეტო დანადგარი გრომის და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა ფაგოტის მიყიდვა. 2007 წლის აგვისტოში პოლონეთმა უკვე მიყიდა საქართველოს გრომის სისტემები.

საქართველოს შეიარაღების საკითხს კულუარებში კვლავ განიხილავენ ომის შემდეგ. 11 აგვისტოს, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ციპი ლივნი ურეკავს სერგეი ლავროვს, რათა დაარწმუნოს, რომ “ისრაელმა შეწყვიტა საქართველოსათვის სამხედრო ტექნიკის მიწოდება სამხრეთ ოსეთში სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე”. ამის შესახებ იტყობინება მოსკოვში საელჩოს 2008 წლის 16 სექტემბრის ნოტა.Eაღნიშნული ფაქტი ემთხვევა ისრაელის თხოვნას რუსების მიმართ, არ მიყიდოს იარაღი სირიას და ირანს.

თბილისში ამერიკის საელჩოს 2009 წლის 17 ივნისის ნოტაში საუბარია “რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვასთან მიმართებით საქართველოს შეიარაღების საკითხზე”.

სამხედრო სფეროში დახმარების თვალსაზრისით, ერთადერთი “სიცოცხლისუნარიანი” სტრატეგია არის  პროფესიული მომზადება და სამხედრო დახმარება და არა სამხედრო ტექნიკით მომარაგება. ამ უკანასკნელს მძიმე შედეგები ექნებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლინობისათვის და ასევე აისახებოდა რუსეთის პოზიციაზე ირანისათვის იარაღის მიყიდვის კუთხით.

ელჩი აღიარებს, რომEეს ახალი მიდგომა არ უნდა ùმოეწონოს ბატონ სააკაშვილს, თუმცა “არ არსებობს მოკლევადიანი გამოსავალი იმ საერთო პრობლემისა, რაც აგვისტოს ომმა გამოიწვია, არც საშუალებები, რომ რუსეთის, ამ უზარმაზარი ქვეყნის შესაძლებლობები და გეოგრაფიული უპირატესობები იქნას ნეიტრალიზირებული”.

2010 წლის 18 თებერვლის ტექსტში ელჩი წერს: პრობლემა ის არის, რომ “საქართველო მეტისმეტად არის ფოკუსირებული იარაღის შეძენაზე, თითქოს ის მის შიშს კურნავდეს”.

საფრთხის შემცველი ოპოზიციის არარსებობის გამო პრეზიდენტი სააკაშვილი “პოლიტიკურად უფრო ძლიერია, თუმცა მეორეს მხრივ, პარადოქსალურად ის დასუსტებულია”, რადგან შიშობს, რომ “ისტორია მას განსჯის ოკუპირებული ტერიტორიების სამუდამოდ დაკარგვისათვის”. ასევე ის თავის თავს ეკითხება “ჩვენი გამოზომილი მიდგომა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე და ჩვენი ვალდებულებები რუსეთთან მიმართებით ნიშნავს თუ არა ამერიკული ინტერესების ძირეულ ცვლილებას”.

 

 

Occupied Territories of Georgia

eVISA portal