საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

Le Monde 06/12/2010, ნატალი ნუგაირედი

«ცივი ომი დასრულდა», დიმიტრი მედვედევი «მეგობარია», «ჩვენ გვინდა რუსეთთან თანამშრომლობა ურთიეთნდობის ატმოსფეროში»: ასეთია ნიკოლა სარკოზის მეგობრული გამონათქვამებით დახუნძლული დიპლომატია რუსეთის მიმართ, რომელსაც ის განიხილავს როგორც «სტრატეგიულ პარტნიორს» და რომელთანაც მზად არის ითანამშრომლოს იარანის ბირთვულ საკითხსა და G20-ის გამოწვევებზე. 2010 წელს, რომელიც გამოცხადებული იყო «რუსეთ-საფრანგეთის» წლად, გახშირდა ორმხრივი ოფიციალური შეხვედრები. «რუსეთი დღეს დემოკრატიული ქვეყანაა» განაცხადა 2009 წლის ნოემბერში ფრანსუა ფიიონმა, როდესაც რამბუიეში მასპინძლობდა თავის რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინს. 

ამერიკელების დიპლომატიური დეპეშები, რომლებიც ჭიკიLეაკს-მა მოიპოვა და Lე Mონდე-მა გამოაქვეყნა, გვიჩვენებენ, რომ დახურული შეხვედრების დროს, ელისეის სასახლის მრჩევლები და კე დ’ორსეს დიპლომატები აკეთებენ რუსეთის მმართველი რეჟიმისა და მისი საგარეო პოლიტიკის დეტალურ და ფრთხილ ანალიზს.

პირველ რიგში, პირადი ფინანსური ინტერესები მკვეთრად განსაზღვრავს მოსკოვის პოლიტიკას. «რუსეთის მეთაურებს აკლიათ თავიანთი ქვეყნის ხანგრძლივი განვითარების ხედვა, ისინი კონცენტრირდებიან უახლოეს 6 თვეზე და საკუთარი ბიზნესის ინტერესებზე», ამბობს დამიენ ლორასი, ელისეის დიპლომატიური «ჯგუფის» წევრი ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა 2009 წლის სექტემბერში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ფილიპ გორდონთან.

ამერიკული დოკუმენტები არაფერს ამბობენ იმის შესახებ, ინტერესდებიან თუ არა ფრანგი ოფიციალურუი პირები, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მსგავსად, გაზის მაგნატის ვლადიმერ პუტინის სიმდიდრის წარმოშობით. «რუსეთის პოლიტიკა მიზნად ისახავს მავანთა მოკლე დროში გამდიდრებას» ამბობს 2008 წლის იანვარში, ელისეის მრჩეველი სტრატეგიულ საკითხებში ფრანსუა რიშიე.

რუსეთი არის ქვეყანა «დემოკრატიის ორნამენტებით»

რუსეთის რეჟიმის ავტოკრატიულ ხასიათზე ღიად საუბრობენ ფრანგები და ამერიკელები. როდესაც აშშ-ს თავდაცვის მდივანმა რობერტ გეიტსმა 2010 წლის 8 თებერვალს განაცხადა, რომ “რუსეთში დემოკრატია აღარ არსებობს და მისი მთავრობა არის ოლიგარქიული და იმართება უშიშროების სამსახურების მიერ”, მას მაშინდელი მისი ფრანგი კოლეგა ჰერვე მორენი არ შეწინააღმდეგებია.

რუსეთი, როგორც ამას 2009 წლის სექტემბერში კე დ’ორსეს ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი ამბობს, “არის ქვეყანა დემოკრატიის ორნამენტებით,  რომელშიც არ არსებობს ისეთი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ რომ საზოგადოებრივმა აზრმა გავლენა იქონიოს გადაწყვეტილებების მიღებაზე”. “ამ პრობლემის მიზეზი არის რუსეთის მმართველი რეჟიმი”, - აცხადებს ის.

მეზობელ ქვეყნებთან რუსეთი აწარმოებს რევიზიონიზმის პოლიტიკას, და ცდილობს ცივი ომის შემდეგ ჩამოყალიბებული ევროპული წესრიგის შეცვლას, აღნიშნავს ფრანსუა რიშიე, რომელსაც ციტირებას უკუთებს ამერიკული წყარო 2008 წლის იანვარში; “საჭიროა შეიცვალოს თაობა, რომ რუსეთის საზოგადოებრივი აზრი შეეგუოს პოლონეთზე, ბალტიის ქვეყნებზე, უკრაინასა და საქართველოზე თავისი გავლენის დაკარგვის ფაქტს”, ამბობს 2009 წლის სექტემბერში ჟან-დავიდ ლევიტი, სარკოზის დიპლომატიური მრჩეველი. “სამწუხაროდ, რუსეთის თვალში “კარგ მეზობლად” ითვლება მხოლოდ მისი დაქვემდებარებული და ტოტალურად დამორჩილებული მეზობელი”. “საფრანგეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ერთ დღეს უკრაინა გახდება ნატოს წევრი ქვეყანა, მაგრამ არ არის საჭირო ამ პროცესის დაჩქარება” ამბობს ლევიტი.

თავის საუბრებში ამერიკელ დიპლომატებთან, საფრანგეთის თანამდებობის პირები თავისუფლად აანალიზებენ რუსეთის ორმაგ თამაშებს საერთაშორისო უსაფრთხოების რამდენიმე დოსიეში. რუსეთი “მიიჩნევს, რომ მის ინტერესებშია დასავლეთი ჩაეფლოს ავღანურ ჭაობში და თვითონ შეინარჩუნოს “სტატუ ქუო” ირანთან”, ამბობენ ფრანგი დიპლომატები ფილიპ გორდონთან შეხვედრისას.

მოსკოვი გათვლებს აკეთებს, რომ ირანის ბირთვული დოსიეს კრიზისის გადაწყვეტის შემდეგ, მოხდება “ირანის, როგორც ნორმალური წევრი ქვეყნის, რეინტეგრაცია საერთაშორისო საზოგადოებაში და ეს კი ხელს შეუშლის რუსეთის რეგიონალურ ენერგეტიკულ ინტერესებს”. ლოგიკა შემდეგში მდგომარეობს: სანამ გაგრძელდება დაძაბულობა დასავლეთსა და ირანს შორის, რუსეთი შეინარჩუნებს თავის მონოპოლიას ენერგოგზებზე, რომლებიც ცენტრალურ აზიას აკავშირებს მსოფლიო ბაზრებთან.

როდესაც ობამას ადმინისტრაციამ დაიწყო თავისი “გადატვირთვის პოლიტიკა” მოსკოვთან ურთიერთობებში, ფრანგები ამას მხარს უჭერენ, მაგრამ ასევე შენიშნავენ, რომ მოსკოვმა შეიძლება თავის სასარგებლოდ გამოიყენოს მის მიმართ გახსნილობა და სანაცვლოდ არაფერი გააკეთოს. რუსებმა, მგონი ჩათვალეს, რომ მათ შეუძლიათ ჩაიჯიბონ მათ მიმართ გაკეთებული მთელი რიგი შეღავათები, ევროპაში ამერიკის ანტისარაკეტო ფარის ახალი ვერსიის ფარგლებში, ისე რომ სანაცვლოდ არაფერი გაიღონ”, მიიჩნევს დამიენ ლორასი ფილლიპ გორდონთან შეხვედრის დროს.

«რუსული ობსტრუქციონიზმი»

2009 წლის ივნისში ბ-ნი ლევიტი მწუხარებით აღნიშნავს, რომ «რუსები განმარტავენ ამერიკელების ძალისხმევას, როგორც მწვანე შუქს ვალდებულებებისგან თავის ასაცილებლად», რომელიც გათვალისწინებულია 2008 წლის აგვისტოში საქართველო ომის დროს სარკოზის შუამდგომლობით შემუშავებულ შეთანხმებაში. «რუსული ობსტრუქციონიზმის» საკითხის წინ წამოწევით, ის ხაზზს უსვამს, რომ თუ დღემდე მოსკოვი არ ასრულებს შეთანხმებას, მან «პოლიტიკური ფასი» უნდა გადაიხადოს ამის გამო.

დამიენ ლორასის თქმით, 2009 წლის სექტემბერში რუსეთის სტრატეგია გაზზე განკუთვნილი იყო ევროპაზე უფრო მეტი ზეწოლის მოსახდენად, რომელმაც ცუდად გამიჯნა ენერგიის მომწოდებელთა დივერსიფიკაცია. 2009 წლის ივნისში, ჟან-დავიდ ლევიტი ერთ-ერთ ტელეგრამაში ამბობს «რუსები ცდიან ევროპელებს ხელოვნურად გამოწვეული კრიზისით (მაგ. გაზის), ვინაიდან თავიანთი კონტროლი აღადგინონ ტრადიციული გავლენის სფეროზე».

2008 წლის ბოლოდან, ოფიციალურად, ბ-ნმა სარკოზიმ დადებითად მიიღო კრემლის შემოთავაზებები ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის გადაკეთებაზე. ჭიკიLეაკს-ის ინფორმაციით, აღნიშნული საკითხის განხილვისთვის საერთაშორისო სამიტის ჩატარების შემოთავაზებით, საფრანგეთის იმპულსიურმა პრეზიდენტმა უცაბედად გამოიჭირა თავისი პარტნიორები ევროპასა და ამერიკაში. კულუარებში კი, როგორც ამას აცხადებს 2009 წლის სექტემბერში ერთ-ერთი ფრანგი დიპლომატი, რუსეთის შემოთავაზებები არის «მიუღებელი, წმინდაწყლის პროვოკაცია». მისი განმარტებით, ფრანგული თამაში განკუთვნილია რუსეთის მოსაქცევად საერთაშორისო წესების ჩარჩოში.

«რუსები არიან მკაცრები, უხეშები და როყიო»

2007 წლიდან, სარკოზის შეხედულებები რუსეთის საკითხზე არ გამოპარვია ამერიკულ დიპლომატიას. რომ გამორჩეულიყო თავისი წინამორბედისგან ჟაკ შირაკისგან, არჩევნების მეორე დღესვე, ადამიანის უფლებების დაცვაზე საუბრისას ურთიერთობები დაიძაბა. 2007 წლის ივნისში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მესამე ნომერთან ვილიამ ბერნთან საუბრის დროს ერთ-ერთმა ფრანგმა დიპლომატმა განაცხადა, რომ «რუსეთი დაუბრუნდა ცარისტულ, იმპერიალისტურ, უხეშ, საგარეო პოლიტიკას, რომელშიც იგრძნობა ნაციონალიზმი და ანტისემიტიზმი». ასევე აღსანიშნავია, დუმას ერთ-ერთი დეპუტატის რეპლიკა ფრანგი ოფიციალური პირის მიმართ «ესეიგი, ებრაელი სარკოზი აირჩიეთ არა!».

საქართველოში ომის შემდგომ, ელისეის სასახლემ გადაწყვიტა, რომ «მხოლოდ დიალოგი მოახდენს გავლენას რუსულ ქმედებებზე». საფრანგეთი ცდილობს გახდეს მოსკოვისთვის პრივილეგირებულ მოსაუბრედ. ჭიკიLეაკს-ის ინფორმაციით, საფრანგეთი «ეყრდნობა» ამერიკელების მიერ «საწყისიდან ურთიერთობების დაწყებას» და «ურთიერთობებს ამყარებს დიმიტრი მედვედევთან, იმ იმედით, რომ ის გახდება ვლადიმირ პუტინისგან დამოუკიდებელი მმართველი».

მაგრამ სიფრთხილე არასდროს გამქრალა. 2009 წლის 5 თებერვალს ბერნარ კუშნერი მასპინძლობს ამერიკის ახალ სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს. «რუსები არიან მკაცრები, უხეშები და როყიო», ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი და დასძენს, რომ მისი რუსი ომოლოგი სერგეი ლავროვი «ერთ-ერთი ყველაზე როყიო და ამავე დროს ყველაზე ცბიერია».