საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

თბილისი პრეზიდენტ სარკოზის დასახვედრად ემზადება

თბილისი საფრანგეთის პრეზიდენტის დასახვედრად ემზადება. ნიკოლა სარკოზი საქართველოში 7 ოქტომბერს ჩამოვა. უკვე რამდენიმე დღეა არ წყდება მუშაობა თვისუფლების მოედანზე, სადაც პრეზიდენტები სარკოზი და სააკაშვილი შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ.

ნიკოლა სარკოზი ჩამოსვლისთანავე გაემართება თავისუფლების მოედნისკენ, სადაც პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად ქართველ ხალხს მიმართავს. დასახვედრად ემზადება პრეზიდენტის ადმინისტრაცია ქალაქის მერიასთან ერთად.

სარკოზის ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც გაკეთდა. პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით, მოლაპარაკებების დროს განხილული იქნება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, რომელიც სარკოზის მიერ იქნა ინიცირებული.

პრეზიდენტი სარკოზი გახლავთ ის ადამიანი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე რთულ პერიოდში ქართველი ხალხის გვერდით იდგა. ახლაც, მისი ჩამოსვლის მთავარი მიზანი არის დადასტურება იმ სრულიად განსხვავებული და განსაკუთრებული მხარდაჭერისა, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას კონკრეტულად, საფრანგეთის და ზოგადად, ევროკავშირის მხრიდან,`- განაცხადა მანჯგალაძემ.