საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

Le Monde 21/06/2011 par Piotr Smolar

საქართველოს ჯერ კიდევ სჯერა, თავისი განსაკუთრებული ხვედრისა. ეს ერთადერთი პოსტ–საბჭოური ქვეყანაა, რომელიც  ჩრდილო–ატლანტიკურ ალიანსსა და ევროკავშირში გაწევრიანებას ითხოვს და ამ მიმართულებით  რადიკალურ რეფორმებს ატარებს. მაგრამ თბილისი შიშობს დასავლელ პარტნიორებს, მოსკოვთან ურთიერთობის დათბობის ფონზე საქართველო არ გადაავიწყდეთ.

პარიზში ყოფნისას, საქართველოს ვიცე–პრემიერ მინისტრმა  გიორგი ბარამიძემ, რომელიც ქვეყნის ევროპულ და ევრო–ატლანტიკურ ინტეგრაცას ხელმძღვანელობს,  ორშაბათს 20 ივნისს le Monde“-ის შეკითხვებს უპასუხა. ჩვენი საუბარი, რუსეთის პრემიერ მინისტრის, ვლადიმერ პუტინის, საფრანგეთში ჩასვლის წინა დღეს შედგა.

იყო თუ არა საქართველოსთვის საფრანგეთის მხრიდან რუსეთისთვის 2 მისტრალის ტიპის გემის მიყიდვა იმედგაცრუება?

გიორგი ბარამიძე: ჩვენ პატივს ვცემთ საფრანგეთის გადაწყვეტილებას. საფრანგეთი საქართველოს დიდი მეგობარია. მაგრამ ვიყოთ ლოგიკურები. საქმე ეხება პოლიტიკურ შემთხვევას და არა სამხედროს. ცხადია, რომ რუსეთს არ სჭირდება მისტრალი. საქმე ეხება არა თავდაცვით შეიარაღებას, არამედ შეტევითს. ვის წინააღმდეგ აპირებს მათ გამოენებას მოსკოვი? არა ნატოს წევრი ქვეყნისა, ცხადია, თორემ საფრანგეთი არასდროს მიიღებდა მსგავს გადაწყვეტილებას.

შავ ზღვაში, უკრაინა და საქართველოა. რუსეთს საქართველოს დაპყრობის სურვილი რომ ჰქონოდა, ამას მისტრალის გარეშეც მოახერხებდა. მაშ ვის წინააღმდეგ: ჩრდილო კორეის, სამხრეთ კორეის თუ იაპონიის? ეჭვი მეპარება. რუსეთს სურვილი აქვს საფრანგეთთან ორმხრივ ურთიერთობებში ჩაერთოს, როგორც მან ეს გერმანიასთან მოახერხა. მისი სტრატაგემაა, ფულის მეშვეობით, თავი ნატოსა და ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას კარგად მოაჩვენოს, შემდგომ კი დააკვირდეს თუ რა ენერგიულად მსჯელობენ მის შესახებ.

რა დასკვნებს აკეთებთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესახებ, შემდგომ რუსეთის წინააღმდეგ 2008 წლის ომიდან 3 წლის თავზე,  რომლის ბოლოსაც ამ 2–მა სეპარატისტულმა რეგიონმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა?

ესენი ფსევდო რეჟიმებია. მათ ლიდერებს ზოგიერთ  რუსული რეგიონის ხელმძღვანელზე ნაკლები ძალაუფლება აქვთ. ეს პოლიტიკური თეატრია. დროა დასავლეთმა აღიაროს, 3 წლის შემდგომ, ოკუპაციისათვის თავის სახელის არდარქმევის ტაქტიკის კრახი. რუსეთი არა მხოლოდ არ გადის ზემოთ ხსენებული ტერიტორიებიდან და არ უშვებს ევროპელ დამკვირვებლებს, რომ შეძლონ იქ მუშაობა, არამედ მან სამხრეთ ოსეთში „ტოჩკა უ“   ხოლო აფხაზეთში  „სმერჩ“ ტიპის ჭურვებიც (რაკეტები) კი განალაგა. რუსები ამას არც მალავენ, ისინი ცინიკურები არიან. ისინი უფრო და უფრო აბუჩად იგდებენ 2008 წელს დადებულ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას.

დროა რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება, დასავლეთ ევროპული ქვეყნების მასთან ურთიერთობის გაღრმავების სურვილის მიუხედავად. არავის ვუბიძგებთ კონფრონტაციისკენ, მხოლოდ რეალური ფაქტების: ეთნიკური წმენდისა და ოკუპაციის აღიარებისკენ მოვუწოდებთ. ოკუპაცია მათთვის ხელსაყრელია, რამეთუ მათ მთელი საქართველო სურთ, გაზპრომის ინტერესიდან გამომდინარე, ასევე პუტინისთვის, რომელსაც არ სურს, რომ მეზობელი ქვეყანა, თავისი რეფორმების წყალობით დასავლეთს შეუერთდეს.

რუსეთის მესიჯი დასავლეთისადმი მარტივია: რაც თქვენია თქვენია, ხოლო რაც ჩემია ჩემი. ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნები განხილვას არ ექვემდებარებიან, მაგრამ რუსეთი ფიქრობს, რომ თავის სამეზობლოში ექსკლუზიური გავლენის უფლება აქვს. ამ მხრივ, საქართველოს, ისევე როგორც უკრაინას საკვანძო როლი აკისრიათ. ჩვენ ვცდილობთ ბობოქრებული მდინარის გადალახვას, თუმცა ჯერ კიდევ შუაში ვიმყოფებით და არა მეორე ნაპირზე. ისინი ჩვენ სისუსტეებზე აკეთებენ გათვლებს და საქმის წარმართვას თავის  სასარგებლოდ ცდილობენ. ნატოში გაწევრიანება ყველაფერს შეცვლის ჩვენთვის. რუსეთის ხელისუფლება შესაძლოა ბოროტია, მაგრამ არა სულელი.

თქვენმა მთავრობამ განაცხადა, რომ რამდენიმე ტერაქტი მოიგერია ამ ბოლო დროს, რომლებიც რუსეთში იგეგმებოდა...

წელიწად–ნახევრის მანძილზე რუსეთი რამდენიმე ტერორისტული აქტის გახორციელებას შეეცადა. 2 აფეთქება მოხდა ამერიკის საელჩოს მახლობლად თბილისში და ოპოზიციის მთავარ ოფისთან. სხვა შეტევები კი თავიდან იქნა აცილებული, კერძოდ ნატოსთან ურთიერთობის ცენტრის წინააღმდეგ.

არაერთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები, ეთნიკური ქართველი იქნა დაკავებული. ჩვენ დაგვიდასტურეს, ნატოდან, რომ შეტევების უკან მდგარი ხალხის დიდი ნაწილი რუსული გრუ–სოფიცრები იყვნენ. მათი გვარებიც ვიცით და დაფინანსების ქსელებიც,  გასარკვევი დარჩა თუ სადამდე მივა ზემოთ ეს კვალი.

ქართული პოლიცია გააკრიტიკეს „ძალის გადაჭარბების“ გამო, რაც ოპოზიციის მიტინგების დასაშლელად გამოიყენა მაისის ბოლოს...

მანიფესტაციები მიზნად ისახავდა პრეზიდენტისა და მთავრობის რამდენიმე დღეში „გადაგდებას.“ რათა განხორციელებულიყო „მშვიდობიანი რევოლუცია“, ოპოზიციურმა მხარემ შექმნა შენიღბული და მეტალის ხელკეტებით შეიარაღებული ხალხით დაკომპლექტებული პატარა ჯგუფები.

ეს არ იყო კანონით გათვალისწინებული კლასიკური ტიპის მიტინგი. მათ გადაკეტეს პირველი არხის ტელევიზიის შენობის წინ განლაგებული მოედანი და უნდოდათ ხელი შეეშალათ საქართველოს დამოუკიდებლობის მე–20 წლისთავთან დაკავშირებული სამხედრო აღლუმის ჩატარებისთვის. პოლიციასთან შეტაკება მათი მიზანი იყო. ზოგიერთმა პოლიციელმა შესაძლოა უფლებამოსილებას გადააჭარბა კიდეც.

გამოძიება ჩატარდება. მაგრამ მიღებული ზომები სამართლიანი და ლეგალური იყო, ნებისმიერი ევროპული დედაქალაქის სტანდარტებს შეესაბამებოდა. 2 გარდაცვლილი, მანიფესტანტიც და პოლიციელიც, ოპოზიციონერი ქ–ნი ბურჯანაძის ესკორტს ემსხვერპლა.

რუსული ელიტა ღელავს პუტინ–მედვედევის დუეტთან მიმართებაში არსებული გაურვევლობის გამო. გჯერათ მათ შორის არსებული რეალური დაპირისპირებისა?

ეს არის კარგი და ცუდი პოლიციელის თამაშის პრინციპი. პატივს ვცემ ინტელექტუალური ადამიანების კომპეტენტურ აზრს, რომლებიც მათ შორის დაპირისპირებას ხედავენ. ეს მაფიქრებს.

მაგრამ  ჩემი ინტუიცია და რუსეთის ცოდნა  იმისკენ მიბიძგებს, რომ ეს არ დავიჯერო. თუ მართლაც არსებობს უთანხმოება, მაშ რატომ არ ითხოვს პრეზიდენტი მედვედევი პუტინს. მით უფრო, რომ რუსეთში, ყველამ იცის, რომ ძალაუფლების დატოვებისთანავე იკარგება მომხრეთა ნახევარზე მეტი.

Occupied Territories of Georgia

eVISA portal