საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ვერა ქობალიას სამუშაო ვიზიტი საფრანგეთის რესპუბლიკაში

 

 

20-22 ივნისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საფრანგეთის სამთავრობო და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან. საუბარი წარიმართა ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას განცხადებით, პოლიტიკურ დონეზე ორი ქვეყნის პარტნიორული კავშირები გადაეცემა ფრანგულ ბიზნესსაც. მისი თქმით, გამოიკვეთა ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებები, მათ შორის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სექტორებში.

საფრანგეთის რეგიონალური ეროვნული პარკების ფედერაციის წარმომადგენლებთან საუბარი შეეხო ფრანგული მხარის მიერ კარგად აპრობირებულ მოდელს, რომელსაც დაცული ტერიტორიების მოვლა-პატრონობაში მთავრობას ადგილობრივი მოსახლეებიც ეხმარებიან, თუმცა, მეორე მხრივ, მთავრობის მხრიდან ხდება მცირე და საშუალო ოჯახური მეურნეობების ფინანსური წახალისება, რომლებიც დაცული ტერიტორიების სიახლოვეს ცხოვრობენ. მსგავსი მოდელი საფრანგეთმა სხვა ქვეყნებშიც დანერგა და დადებითი შედეგიც მიიღო.

ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დაესწრო ავიასალონს ლე ბურჟეში, რომელზეც სიახლები წარმოადგენა 200-ზე მეტმა კომპანიამ. ავიასალონის დღის წესრიგი 140 თვითმფრინავისა და სხვა საჰაერო აპარატების გამოცდას ითვალისწინებს. ვერა ქობალია აგრეთვე დაესწრო განზრახულობათა ოქმის ხელმოწერის ცერემონიალს, რომელიც გაფორმდა ფრანგულ კომპანია ATR და ”საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას” შორის. ფრანგული კომპანია მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერია ტურბოპროპელერული თვითმფრინავების წარმოებაში. ეს კომპანია მსოფლიოს ყველაზე მწვანე ავიაკომპანიათა სათავეშია. მისი წარმოებული უახლესი მოდელის თვითმფრინავი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ დაათვალიერა.

 

Occupied Territories of Georgia

eVISA portal