საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

Les Echos, 05/10/2011

სტატია გაზეთ Les Echos-ში საქართველოს ელჩთან, მამუკა კუდავასთან და სარკოზის დიპლომატიურ მრჩევლთან, ჟან-დავიდ ლევიტთან, ინტერვიუებზე დაყრდნობით: "ქართველებს, რომლებსაც აქვთ სარკოზის მიმართ მადლიერების და იმედგაცრუების გრძნობა, სურთ ახალი « გაყინული კონფლიქტის » თავიდან აცილება. ის ესტუმრება ასევე მოძმე მტრებს, სომხებსა და აზერბაიჯანელებს.

ნიკოლა სარკოზი, რუსეთსა და საქართველოს შორის ომში მედიატორობიდან სამი წლის შემდგომ, დაბრუნდება კავკასიის წიაღში ხუთშაბათს და პარასკევს და ხანმოკლე ვიზიტით ესტუმრება ერევანს, ბაქოსა და თბილისს.

საპრეზიდენტო არჩევნებამდე შვიდი თვით ადრე, ის იტვირთებს სამშვიდობო მისიას მასშემდეგ, რაც ლიბიაში კადაფის რეჟიმის დამხობაში პარიზმა წამყვანი როლი ითამაშა, ხოლო ახლო აღმოსავლეთში მოლაპარაკებების განახლების წინადადება წამოაყენა.

ქართველი დიპლომატები გვარწმუნებენ, რომ ის მიღებული იქნება საქართველოს დედაქალაქში როგორც გმირი, მიუხედავად იმ იმედგაცრუებისა, რომელიც არსებობს ამ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკაში, რომელიც 69 700კვ. Mეტრია, ხოლო მოსახლეობაა 4,4 მლნ., საიდანაც 90% ქრისტიანია.

რუსეთი არათუ დაუბრუნდა 2008 წლის ომამდე არსებულ პოზიციას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, არამედ მან ცალმხრივად აღიარა ამ ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობა, სადაც ევროპული წყაროებზე დაყრდნობით, სულ მცირე გაორმაგა სამხედრო შემადგენლობა.

ნიკოლა სარკოზის 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს თავდასხმაზე რუსეთის საპასუხო დარტყმის შეჩერაბას, არის სხვადასხვა ინტერპრეტაციის საგანი მოსკოვსა და თბილისში.

ქართველებში ასევე უკმაყოფილება გამოიწვია საფრანგეთის მიერ ოთხი ავიამზიდის, მისტრალის, რუსეთისთვის მიყიდვამ.

« ეს ძალზედ უსიამოვნოა, მაგრამ ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ჯობია საფრანგეთი იყოს რუსეთის მეგობარი, რათა რუსეთმა მიიღოს გზავნილები », ხაზს უსვამს ქართველი დიპლომატი, რომლის თქმითაც, საქართველოს ხელისუფლება არ შეახსენებს « არასასიამოვნო თემებს » საფრანგეთის პრეზიდენტს, რომელმაც « გააკეთა ის, რაც შეეძლო ».

საქართველოს საზღვარზე კვლავ დაძაბულობაა, ჟენევის მოლაპარაკებები სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მომავალზე იწელება და რუსეთის და საქართველოს ხელმძღვანელობა, რომლებიც აგრძელებენ ურთიერთლანძღვას, არ ფიქრობს შერიგებას.

«გაყინული კონფლიქტი»

«საჭიროა დიალოგის განახლება უფრო მეტი მონდომებით», ამობებენ ელისეში. «ეს იქნება ის გზავნილი, რომელსაც ნიკოლა სარკოზი გადასცემს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც მან გადასცა რუსეთის ხელმძღვანელობას ».

« ჩვენ გვჯერა, რომ აქ გაჩერება და კიდევ ერთი გაყინული კონფლიქტის დამატება არ შეიძლება » ამბობს იგივე წყარო. « ჩვენ ვფიქრობთ ნამდვილად, რომ არსებობს ამის რისკი ».

როგორც ქართველი დიპლომატი ამბობს, თბილისს სურს, რომ ნიკოლა სარკოზიმ განაცხადოს « ცხადად და მტკიცედ », რომ რუსეთი არ იცავს მთლიანად 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას და რომ ის კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

თუ ქართველებმა ხელახლა გადახედეს თავიანთ ოცნებას ნატოში და ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების შესახებ, ამ მხრივაც წახალისებას ელოდებიან. ნიკოლა სარკოზი საქართველოს « ევროპულ მისწრაფებას გაითვალისწინებს », აცხადებს ელისე.

იქამდე სარკოზი 24 საათით ესტუმრება სომხეთს, სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარქისიანის, პარიზში თითქმის ერთი კვირის წინანდელი ვიზიტის შემდგომ, ისადილებს აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰალმ ალიევთან.

ერევანში, დედაქალაქი ქვეყნისა 3,2 მლნ მოსახლეობით, რომელთაგან 94% სომეხი მართლმადიდებელია, მას თან ახლავს საფრანგეთში სომხური სათვისტომოს ორი დიდი წარმომადგენელი – მომღერალი შარლ აზნავური და მმართველი პარტიის ყოფილი მინისტრი, პატრიკ დევეჯიანი.

ნიშანი, მიმართული 500 000 ადამიანისგან შემდგარი სათვისტომოსადმი, რომლებიც იმედგაცრუებულნი არიან სენატის მიერ მაისში თურქების მიერ 1915 წელს სომხების გენოციდთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩავარდნის გამო.

როგორც რუსეთისა და საქართველოს შემთხვევაში, ნიკოლა სარკოზი ცდილობს შეინარჩუნოს დელიკატურად დიპლომატიური წონასწორობა და დაზოგოს თურქეთი, რომლის გავლენაც მატულობს ევროპის საზღვართან. Mიუხედავად ამის აის ხუთშაბათს ესტუმრება ერევანში სომხური გენოციდის მუზეუმს.

«ხელშეკრულებების იმედი»

მას არ შეუძლია არ შეჩერებულიყო აზერბაიჯანში რეგიონში ვიზიტისას, მით უფრო რომ ის არის მინსკის ჯგუფის თანათავჯდომარე, რომელიც თამაშობს მედიატორის როლს მთიან ყარაბაღში – სომხებით დასახლებული ანკლავი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

« ის სომხეთის და აზერბაიჯანის სახელმწიფოს მეთაურებს მკაცრად მოუწოდებს დასთანხმდნენ გარკვეულ კომპრომისს და აჩვენონ მეტი გახსნილობა », აცხადებენ ელისეში.

აზერბაიჯანი, რომელიც მდიდარია ნავთობპროდუქტებით, ავტოკრატიული მმართველობის რეჟიმის ქვეშ იმყოფება და ეკონომიკური ზრდის მიხედვით ჩინეთს ჰგავს, ეკონომიკურად და სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანია იმ სამ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკას შორის, რომელსაც ნიკოლა სარკოზი ესტუმრება.

რუსეთს ამ ქვეყანაში (8,4 მლნ მოსახლეობით, საიდანაც 94% მუსულმანია და 86 600 კვ.მ. ტერიტორიით) გააჩნია ანტისარაკეტო რადარი, რომლის ინტეგრაციასაც ევროპის ანტისარაკეტო სისტემაში მოსკოვი სთავაზობს ნატოს.

ფრანგულმა კომპანია თOთAL-მა, რომელიც აწარმოებს 13 000 ბარილი ნავთობის ექვივალენტს დღეში შაჰ დენიზის საბადოზე, 9 სექტემბერს გააკეთდა განცხადება, რომ კასპიის ზღვაში, ბაქოდან 100 კმ. სამხრეთით აღმოჩენილ იქნა გაზი.

საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტი « წაახალისებს მთელ რიგ მოლაპარაკებებს და შესაძლებელს ხდის დასტურის მოპოვებას პრეზიდენტ ილჰალმ ალიევისგან, რომელიც გამოხატავს ნებას იმუშავოს ფრანგულ კომპანიებთან » აცხადებს ელისე.

Occupied Territories of Georgia

eVISA portal