საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მიხეილ სააკაშვილი და ნიკოლა სარკოზი საქართველოს მოსახლეობას მიმართავენ

საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, პარასკევს, 2011 წლის 7 ოქტომბერს საქართველოს ეწვევა. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ნიკოლა სარკოზი 17:30 სთ-ზე სრულიად საქართველოს მოსახლეობას თავისუფლების მოედნიდან მიმართავენ. ორი პრეზიდენტის საჯარო გამოსვლაზე დასწრება თავისუფალია.