საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

Le Figaro 06/10/2011, იზაბელ ლასერი

2008 წლის აგვისტოში თბილისსა და მოსკოვს შორის სამხრეთ ოსეთის კონტროლისთვის მიმდინარე ომის დროს, იმდროინდელი ევროკავშირის თავმჯდომარის ნიკოლა სარკოზის ჩარევით შესაძლებელი გახდა ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა. საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივა, რომელიც იმ დროისთვის აღიარებული იქნა როგორც  დიდი დიპლომატიური წარმატება, თითქმის მაშინვე ფეხქვეშ იქნა გათელილი მოსკოვის მიერ, ისე რომ არც ევროკავშირს და არც პარიზს  დიდად არ შეუცხადებიათ.

სამი წლის შემდეგ, რა დარჩა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებიდან, რომელსაც ომის დაწყებამდე არსებული სტატუს კვო უნდა აღედგინა? პირველ რიგში: რუსულ სამხედრო ჯარებს კვლავ არ დაუტოვებიან ომის დროს ოკუპირებული ტერიტორია, როგორც ეს შეთანხმებით არის გათვალისწინებული. ისინი კვლავ საქართველოს ტერიტორიის 20% ფლობენ. ზოგიერთი სოფელი, რომელიც 1990იანი წლების დასაწყისის  სეპარატისტეული რეგიონების ცენტრალურ ხელისუფლებასთან კონფლიქტის შემდეგ,  თბილისის კონტროლის ქვეშ იყო, რუსული დროში ქვეშ გადავიდნენ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. რაც შეეხება სოფელ ახალგორს, სამხრეთ ოსეთის სოფელი ცეცხლის შეწყვეტის ხემშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, 12 აგვისტოს იქნა ოკუპირებული!

რუსეთმა, რომელმაც ომის შემდეგ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, გააძლიერა სამხედრო პოზიციები. დასავლელი ექსპერტების აზრით, დაახლოებით 10 000  სამხედრო განთავსდა ამ რო სეპარატისტულ რეგიონში.  200ç წლეს რუსებმა რუსმა ჯარებმა კონტროლი აიღეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებზე საქართველოსთან. ამიერიდან ისინი საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან ერთი საათის მანძილზე არიან განთავსებული. აშენდა ახალი სამხედრო ბაზები. სამხრეთ ოსეთი სასაზღვრაო  სოფლებთან შეგვძლია სამუშაოების მიმდინარეობას მივადევნოთ თვალი. აფხაზეთში მოსკოვს ანტისაჰაერო რაკეტების განთავსებაც აქვს განზრახული.

ევროპის კავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო ადასტურებენ რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის დარღვევას. ისინი ასევე გმობენ ევროპელი დამკვირვებლებისათვის ხელის შეშლას, რადგან მათ ჯერ კიდევ არ აქვთ საშუალება ჩავიდნენ რუსეთის მიერ კონტროლირებულ სეპარატისტულ ზონებში.  

კონფორტული არასტაბილურობა

ეს ოცწლიანი კონფლიქტი ალბათ არასოდეს ყოფილა ასე გაყინული, როგორც დღეს. ქართული მოსახლებით დაცარიელებუი აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უარს ამბობს თბილისის ხელისუფლებაზე დაქვემდებარებაზე. მოკლე ვადაში არავითარი გამოსავალი არ მოჩანს.

ქართველები ნიკოლა სარკოზის ვიზიტისგან ელიან რომ შეახსენოს რუსეთს აღებული ვალდებულების შესახებ. მაგრამ რუსეთმა თავისებურად დაასწრო ამ მოწოდებას გუშინ. მართლაც შემთხვევით არა რის რომ დიმიტრი მედვედევმა სარკოზის ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე გამოაცხადა რომ ძალაში შევიდა შეთანხმება  რუსული სამხედრო ბაზების გაძლიერების შესახებ ორივე სეპარატისტულ რეგიონში.

ყოველ შემთხვევაში ეს არასტაბილური სიტუაცია საშუალებას აძლევს რუსებს, რომ ნატომ დისტანცია შეინარჩუნოს საქართველოსთან მიმართებაში. ეს იყო მოსკოვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი რეგიონში. 2008 წლის აგვისტოში ნიკოლა სარკოზიმ, ევროკავშირის იმდროინდელმა თავმჯდომარემ შეძლო ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა მოსკოვსა და თბილისს შორის. საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივა, რომელიც იმ დროისთვის აღიარებულ იქნა როგორც  დიდი დიპლომატიური წარმატება, თითქმის მაშინვე ფეხქვეშ იქნა გათელილი მოსკოვის მიერ, ისე რომ არც ევროკავშირს და არც პარიზს ეს დიდად არ შეუცხადებიათ.

Occupied Territories of Georgia

eVISA portal