საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

Libération 06.10.2011, ელენ დესპინ-პოპოვიჩი

კავკასიაში ვიზიტად მყოფ ნიკოლა სარკოზის, 2008 წლის ომის დროს, ორ დედაქალაქს შორის უშედეგო შუამდგომლის როლის შესრულება მოუწია.

დაბლოკილი, ეს სიტყვა ყველაზე მეტად შეესაბამება საქართველოსა და მის ორ სეპარატისტულ რეგიონებს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის არსებულ კრიზისს. ევროკავშირის იმდროინდელი თავმჯდომარე ქვეყნის ლიდერის ნიკოლა სარკოზის მიერ წარმოებული შუამდგომლობა 2008 წლის თბილისსა და მოსკოვს შორის აგვისტოს ომის დროს, დიდი ხნის განმავლობაში აღიარებული იყო როგორც წარმატებული ნაბიჯი. სამი წლის შემდგომ, ოფიციალური ვიზიტით კავკასიაში დაბრუნებული საფრანგეთის პრეზიდენტი, აცხადებს რომ მისმა ქმედებებმა კიდევ უფრო გაყინა ოცწლიანი კონფლიქტი. კონფლიქტი, რომლის მოგვარება არავის ძალუძს.

არტერია. 2008 წლის აგვისტოს რუსეთის ჯარმა, რომელიც სამხრეთ ოსეთიდან შემოვიდა, ქალაქი გორი დაიკავა, რითაც ქვეყნის დასავლეთ-აღმოსავლეთ რეგიონების მაკავშირებელი ძირითადი არტერია გადაჭრა და ერთმანეთს დააშორა, რის შემდგომაც ძირითად სამიზნედ დედაქალაქი თბილისი იქცა. სარკოზი გაეშურა ორივე ქვეყნისკენ ცეცხლის შეწყვეტის დაჩქარების მოთხოვნით. შეთანხმება, რომელიც რუსული ჯარის გაყვანას ითვალისწინებდა, არასდროს ყოფილა ბოლომდე შესრულებული. მოსკოვი, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ბოლოს აღიარა ორივე სეპარატისტული რეგიონი დამოუკიდებელ ქვეყნებად, აცხადებს, რომ მისი ჯარის ყოფნა ახლადაღიარებულ ქვეყნებში, არ ეხება საქართველოსთან ურთიერთობას და წარმოადგენს ორ ახალ სახელმწიფოსთან არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს. ომის სამი წლისთავზე, რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით აღნიშნული ორი აღიარებული ქვეყნის არსებობა რეალობაა და არანაირი ურთიერთობების ნორმალიზაცია თბილისსა და მოსკოვს შორის არ მოხდება, სანამ მიხეილ სააკაშვილი იქნება საქართველოს პრეზიდენტი. ”მიხეილ სააკაშვილი გახლავთ ის პიროვნება, რომელსაც არასდროს ჩამოვართმევ ხელს”, ამბობს რუსეთის მმართველი.

კონფლიქტი რუსეთსა და საქართველოს შორის არ დაწყებულა 2003 წლის განწყობილი მიხეილ სააკაშვილის ვარდების რევოლუციის შემდგომ ჩატარებული არჩევნებით. მაგრამ ეს მოვლენა რუსეთის მიერ მიჩნეულია, როგორც სამხრეთ კავკასიის თავისი გავლენის ქვეშ მოქცევის დამაპრკოლებელ ფაქტორად. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ჯერ კიდევ 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლამდე აუჯანყდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, საქართველოს სათავეში მოსული ქართველი ნაციონალისტების მიერ ავტონომიების გაუქმებამ აღნიშნულ რეგიონებთან ორწლიანი ომი გამოიწვია და 200 000 კაცი ლტოლვილად აქცია, ძირითადად აფხაზეთიდან დევნილი ქართველები, სადაც უმრავლესობას წარმოადგენდნენ და დღემდე ვერ ბრუნდებიან თავიანთ სახლებში. საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნებული “ძველი აპარატჩიკი კომუნისტი” ედუარდ შევარდნაძე, კულისებში თბილისის მტრების მიერ მხარდაჭერილ გადაწყვეტილებას თანხმდება, რომ მოსკოვმა ქვეყანაში განალაგოს თავისი ჯარები მშვიდობის მყოფელების სტატუსით.    

2003 წელს საქართველოს სათავეში სააკაშვილისა და პოლიტიკოსების ახალი თაობის მოსვლამ არსებული სტატუს კვო დაარღვია. მათ აღარ სურთ რუსეთის ბაზების არსებობა ქვეყნის ტერიტორიაზე, დევნის შპიონებს და მესამე ავტონომიური რეგიონის, აჭარის მართვის სადავეებს იღებს ხელში. მოსკოვი საპასუხოდ რუსეთში მცხოვრებ ქართველებს დევნის. ყველაფერი მომწიფებული იყო 2008 წლის კონფლიქტისთვის.

კულტურა. დღეისთვის, კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების შანსები უფრო მწირია ვიდრე არსებობდა 2008 წლამდე. თბილისი, ქვეყნის სუვერენიტეტის აღიარების სანაცვლოდ თავის ორ სეპარატისტ რეგიონს სთავაზობს ეკონომიკურ და კულტურულ ინვესტიციებს. მაგრამ მათ არანაირი მოლაპარაკების დაწყება არ სურთ აღიარებამდე. ახალი კონფლიქტების გაჩაღების შანსებიც სავარაუდოდ ნაკლებია. თბილისმა 2008 წელს თითები მიიწვა და მოსკოვმა კი თავის მიზანს მიაღწია:საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის შეფერხება.

Occupied Territories of Georgia

eVISA portal