საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

Le Monde 07.10.2011, ნატალი ნუგაირედი

მიუხედავად რუსეთთან გაწეული შუამდგომლობისა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ადგილზე სასურველ შედეგებს ვერ მიაღწია.

შეიძლება თუა არა, რომ ეს ტურნე ჩაითვალოს ტრიუმფალურად ომიდან 3 წლის გალის შემდეგ? 7 ოქტომბერს სატელევიზიო გადაცემებში რა თქმა უნდა ვიხილავთ ნიკოლა სარკოზის, რომელიც სიტყვით გამოდის თბილისის თავისუფლების მოედანზე და რომელსაც ფრანგული დროშების მოფრიალე საქართველოს მოსახლეობა ტაშს უკრავს. სარკოზი ცდილობს პოლიტიკური ქულების დაგროვებას: «განთავისუფლებულ ლიბიაში» ვიზიტის და გაეროში პალესტინის დოსიეზე თავისი  მცდელობების შემდეგ, კავკასიაში ვიზიტით მყოფი საფრანგეთის პრეზიდენტი, ცდილობს კიდევ ერთხელ გაუსვას გაზი თავისი, როგორც შუამავლის როლს, რუსეთ საქართველოს სორის 2008 წლის სამხედრო კონფლიქტის შეწყვეტის საქმეში.

საქართველოს პრეზიდენტი, მიხელ სააკაშვილი, ჩაერთვება ფრანგული «სუცცესს სტორყ»-ს სცენოგრაფიაში, მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დებულებები არ სრულდება. რუსები აგრძელებენ შეთანხმების დარღვევას. Pარიზი ამზე  საჯაროდ საუბარს გაურბის. საქართველო გათვლას აკეთებს იმაზე, რომ რადგან საფრანგეთის დიპლომატიამ ვერ მოახერხა საქართველოს «განთავისუფლება» რუსეთის ჯარებისგან,  ის დიდ დახმარებას გაუწევს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაში მაინც.

საქართველო თავის თავს ვერ მისცევს უფლებას, რომ დაწვრილმანდეს საგარეო დახმარების გამოვლინების ნიშნებზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დასავლელების ყურადღება თითქმის არა რის მიპყრობილი კავკასიაზე. ევროპელი ლიდერების ვიზიტები იშვიათობაა ამ რეგიონებში, სადაც რუსეთი ეწინააღმდეგება ევრო-ატლანტიკური სტრუქტურების ექსპანსიას და ცდილობს გაატაროს გავლენის სფეროების პოლიტიკა, რომლის დრამატულ აპოგეასაც საქართველოს ომი წარმოადგენს.

საქართველოსა და რუსეთს შორის კვლავ ძლიერი დაძაბულობა არსებობს, როგორც ეს იდუმალებით მოცულმა ტერაქტებმა ცხადყო, რომლებშიც სააკაშვილის ხელისუფლებამ რუსეთის სამხედრო სპეცსამსახურები დაადანაშაულა (მოსკოვი ამას ოფიციალურად უარყოფს). Gგარდა ამისა, ადგილი აქვს სამხედრო შეტაკებებს ქართული და რუსული საჯარისო ფორმირებების გამყოფი ხაზის გასწვრივ. თბილისში, შეიძლება ითქვას, ფებრილური სიტუაცია სუფევს. რაც გამოიხატება ოპოზიციის მიმართ პოლიტიკური კლიმატის გამკაცრებაში და რუსეთის აგენტებზე «ნადირობაში», როგორც ეს გვაჩვენა ბოლო პერიოდში ფოტოგრაფების საქმემ.

სარკოზი არ აპირებს ამ დავაში რომელიმე მხარე დაიკაოს. Mმის პრიორიტეტს, 2008 წელს საქართველოს ნაწილობრივი დაპყრობის დაწყებიდან, წარმოადგენდა რუსეთსა და ევროპას შორის მნიშვნელოვანი კრიზისის თავიდან აცილება. Mთბილისში, მოსახლეობის წინაშე გამოსვლის დროს, მან თავი უნდა აარიდოს რუსეთის მიერ საქართველოს სამხედრო “ოკუპაციის” ხსენებას. იმ სიტყვის ხსენებას, რომელიც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა იხმარა 2010 წლის ზაფხულში. Mმისი მესიჯი თბილისში იქნება  - მოსკოვთან აუცილებელი “შერიგება”.

საფრანგეთის პრეზიდენტს არა ერთხელ დაუდასტურებია, რომ მან ხელი შეუშალა საქართველოს “გეოგრაფიული რუკიდან გაქრობას”. Mმან წაიყრუა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში (სამხრეთ ოსეთი  და აფხაზეთი) რუსეთის სამხედრო არსენალის მუდმივ გაძლიერებაზე. მოსკოვის სამხედრო კონტინგენტმა მიაღწია დაახლოებით 10000 მდე ადამიანს. ისინი შეიარაღებული არიან თავდასხმის ისეთი საშუალებებით, როგორიცაა სმერჩის და შ-300 ტიპის რაკეტები. იგივე დუმილია ასევე იმ ფაქტზეც, რომ საქართველოში მოვლენილი ევროკავშირის 200 დამკვირვებელი დღემდე ვერასდროს ვერ შევიდა სეპარატისტულ ტეროტორიებზე. შეიძლება ითქვას, რომ რეალურად რუსეთი ევროპელ დამკვირვებლებს ამყოფებს “საზღვრის” პატრულის როლში, იმ საზღვრის, რომელსაც მხოლოდ თვითონ აღიარებს.

მოსკოვი და თბილისი არ ეთანხმებიან ერთმანეთს 2008 წლის ტექსტების ინტერპრეტაციაში, მაგრამ “საფრანგეთი ვერ მიიღებს ამაზე გადაწყვეტილებას»,- აღნიშნავენ ელიზეს სასახლეში.  Aივნისში მოსკოვში  ვიზიტით მყოფ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ალენ ჟუპეს მიეცა იმის საშუალება მოესმინა რუსების პოზიცია: ქართული საქმე დახურულია, მოსალაპარაკებელი  აღარაფერი აღარ არის, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი  “დამოუკიდებელი სახელმწიფოები” არიან. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე  ეგრეთწოდებული “ჟენევის” მოლაპარაკებები ძალიან მდორედ მიმდინარეობს. სავარაუდოდ ქართული პოლიტიკურ-სამხედრო დოსიე გაყინულია ხანგრძლივი პერიოდით და მოგვაგონებს ჩრდილოეთ კვიპროსის დოსიეს.

საფრანგეთის პრეზიდენტი შეეცდება, რომ “შეფუთოს” თავისი მედიატორული ნაკლოვანებები, და პრობლემატიკა გადაიტანოს სხვა საკითხზე: საქართველოს დაახლოება ევროკავშირთან. საფრანგეთი მხარს უჭერს ასოციაციის შესახებ ხელშეკრულებისა და ვიზების გამარტივების საკითხებს.

ამ ეტაპზე ყველაზე მნისვნელოვანი დოსიე არის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხი. საქართველო არის ამ ორგანიზაციის წევრი და სარგებლობს ვეტოს უფლებით. ნიკოლა სარკოზის ვიზიტის წინ, დასავლეთსა და თბილისს შორის მიმდინარეობს გაძლიერებული დისკუსიები. Aამ საკითხზე საკუთარი თანხმობის სანაცვლოდ, მიხეილ სააკაშვილის გუნდი ისურვებდა რუსეთ-საქართველოს საზღვრზე, ანუ რუსეთის სამხედრო ხაზის უკან, საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის დაწესებას.

მაგრამ გუნდზე მიმდინარეობს ძლიერი ზეწოლა, განსაკუთრებით ვაშინგტონის მხრიდან, რომ რუსეთის ეკონომიკური აღიარებას არ შეექმნას წინააღმდეგობა.

 

Occupied Territories of Georgia

eVISA portal