საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოსა და საფრანგეთს შორის 6 ეკონომიკური შეთანხმება გაფორმდა

 

საქართველოს მხრიდან შეთანხმებებსა და სხვა დოკუმენტებს ხელი მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ, აგრეთვე ფინანსთა და ენერგეტიკის სამინისტროების პასუხისმგებელმა პირებმა.

აღნიშნული შეთანხმებების განხორციელების შემთხვევაში, საქართველო მიიღებს მესტიისთვის თანამედროვე სტანდარტების საბაგირო აღჭურვილობას; მოხდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი ზოლის მოდერნიზება; შემუშავდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის განვითარების სტრატეგია; განახლდება და გაფართოვდება საქართველოს საჰაერო მართვის სისტემები; დახმარებას მიიღებს კერძო სექტორი ისეთი პრიორიტეტული მიმართულებების დასაფინანსებლად, როგორებიცაა სასოფლო და ურბანული განვითარება; მდგრადი ტურიზმი და განახლებადი ენერგეტიკა.

ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან, რომელიც შეეხება კოოპერაციას ისეთ პრიორიტეტულ სფეროებში, როგორიცაა სასოფლო და ურნაბული განვითარება, მდგრადი ტურიზმი და განახლებადი ენერგეტიკა, აღნიშნულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა ქართულ კომპანიებს საფრანგეთიდან დაფინანსების მიღებას გაუადვილებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას განცხადებით, მსოფლიოში მოწინავე ტექნოლოგიების შესაბამისი საბაგირო გზების დამონტაჟება ზემო სვანეთში, კერძოდ, მესტიის რეგიონში, ამ კუთხეს სამთო-სათხილამურო სპორტის მნიშვნელოვან კერად გადააქცევს. ეს ნაწილია იმ დიდი ძალისხმევისა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს იმისათვის, რომ გაიზარდოს თავისი ბუნებრივი თვისებებით უნიკალური სვანეთის რეგიონის მიმზიდველობა, როგორც ადგილობრივი ასევე უცხოელი ტურისტებისთვის.

 

Occupied Territories of Georgia

eVISA portal