საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

Le Figaro 15.12.2010, იზაბელ ლასერი

რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი აცხადებს, რომ საომარი გემების ყიდვაზე კონტრაქტს ხელი წლის ბოლომდე მოეწერება.

თუ დავუჯერებთ რუსეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსს, რომლის ციტირებასაც ადგილობრივი სააგენტოები აკეთებენ, მოსკოვმა როგორც იქნა გადაწყვიტა საომარი ტიპის პოლივალენტური გემების მისტრალის შესყიდვა, რომელთა მიყიდვასაც კრემლისთვის საფრანგეთი უკვე მრავალი თვის განმავლობაში გამეტებით ცდილობს. მისტრალის საკითხზე გადაწყვეტილება მიღებულია. ეხლა ვთანხმდებით ფასებზე. . . ვფიქრობ ყველა დოკუმენტი მზად იქნება წლის ბოლოსთვის, დაადასტურა ნიკოლაი მაკაროვმა.

პარიზი მიჩვეულია მოსკოვის მხრიდან ამ საკითხზე ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებების გაკეთებას, ამიტომ ამჯერად ამ განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა, ეს გადაწყვეტილება გარკვეულ ლოგიკას ექვემდებარება. მას შემდეგ რაც ელიზეს სასახლემ ეს კონტრაქტი წარმოადგინა, როგორც თითმის შემდგარი, რუსებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს ის და შემოდგომაზე გამოაცხადეს საერთაშორისო ტენდერი. გაუთვალისწინებელი კონკურენტების გამოჩენით შეშფოთებულმა პარიზმა, მიუხედავად ამისა სწრაფად გააკეთა თავისი შეთავაზება. მაგრამ 2009 წლის გაზაფხულიდან მიმდინარე მოლაპარაკებები ყოველთვის 2 საკითხზე იჭედებოდა:ფრანგული ტექნოლოგიების გადაცემა, რაზეც საფრანგეთის ხელისუფლებამ თავიდანვე უარი განაცხადა და ოთხი გემის აშენების განაწილება, რომელზეც დაობენ ფრანგული და რუსული გემთსაშენი ქარხნები.

პირველი წინააღმდეგობა გადალახულ იქნა წინა კვირაში ფრანსუა ფიიონის მიერ. მოსკოვში ვიზიტის დროს, სადაც ის შეხვდა თავის კოლეგას ვლადიმერ პუტინს, ფრანგმა პრემიერმა დაადასტურა, რომ იმ შემთხვევაში თუ საფრანგეთი ტენდერში გაიმარჯვებს, ის გადასცემს თავის ტექნოლოგიებს. არანაირი პრობლემა არ არსებობს ტექნოლოგიების გადაცემასთან დაკავშირებით, განაცხადა ფიიონმა და აღნიშნა ასევე, რომ ის დარწმუნებულია, რომ ეს მოლაპარაკებები შედეგს გამოიღებს.

გარიგება, თუ საბოლოოდ გადაწყდა, საფრანგეთის ზოგიერთი მოკავშირის უკმაყოფილებას გამოიწვევს. საქართველომ, რომელიც ომიდან ორი წლის შემდგომ რუსეთის იარაღის პირდაპირ სამიზნედ გრძნობს თავს, გადაწყვიტა თავის მტკიცედ წარმოჩენა. თბილისს მიაჩნია, რომ პოლიტიკური სიმბოლოს მქონე ქვეყანამ, რომელმაც ომის დროს შეაფერხა რუსეთის წინსვლა, ცუდი საქმე გაუკეთა მას.

«ისტორიის დასაწყისი»

ამერიკამ ნათლად გააგებინა პარიზს, რომ ხომალდის გაყიდვა მიუღებლად მიაჩნია. აღნიშნული ინფორმაცია «ჭიკიLეაკს»-ის ტელეგრამებისა და ამერიკისა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის ანგარიშშიცაა ნახსენები. რობერტ გეიტსის თანახმად, ვაშინგტონის შეწუხება გამოიწვია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების “პოლიტიკურმა გზავნილებმა”, როლმებსაც დღემდე ეშინიათ რუსეთის და არ იციან სადამდე შეუძლიათ ენდონ დასავლეთს. ამერიკის ელჩმა მოსკოვში ჯონ ბეირლიმ დაიწყო მოქმედება. მოსკოვის რადიო-გადაცემა «ექოში» განაცხადა, რომ ჩვენ ვერ დავადებთ ვეტოს ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს გადაწყვეტილებას. სხვა შემთხვევებიც მოგვეცემა დავუბრუნდეთ აღნიშნულ საკითხს. აღნიშნულ საკითხთან დაახლოებულ პირს მიაჩნია, რომ «მისტრალი» მხოლოდ ისტორიის დასაწყისია. შემდგომი ეტაპი? მრავალ წყაროზე დაყრდნობით, პარიზი მოამარაგებს რუსეთს თავდაცვისა და ანტისაჰაერო თავდაცვის იარაღით.