საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

Le Monde 16.12.2010, პიოტრ სმოლარი

უნდა ვაპატიოთ ზურას, რომელსაც ღამენათევი თვალები და დაღლილი სახე აქვს. «აუცილებლად უნდა მოსულიყავი გუშინ, ძალიან მაგარი იყო! გინდა რაიმე ენერგიის მომცემი სასმელი?» ჩვენ ვთანხმდებით და ზურა დიასამიძე გვიყვება თავისი მშობლიური ქალაქის ბათუმის შესახებ. 26 წლის ასაკში ზურა არის, აგვისტოს ბოლოს გახსნილი, ახალი ღამის კლუბის მენეჯერი. თეთრ კეტებსა და პულავერში გამოწყობილი ის აღფრთოვანებული გვიყვება თავისი ქალაქის განვითარების შესახებ. «აუცილებლად მოუყევი ფრანგებს, როგორი გრანდიოზული პროექტია ბათუმის განვითარება. ჩვენ ვქმნით ახალ სამყაროს. ეს იქნება საუკეთესო ქალაქი შავი ზღვის სანაპიროზე».

ჩვენთვის გასაგებია ახალგაზრდა კაცის ენთუზიაზმი. ბათუმიდან დაბრუნებული მოგზაური გაოცებულია. აჭარის დედაქალაქში, რომელიც ადრე სეპარატისტული რეგიონი იყო და რომელიც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2004 წელს თბილისის მფარველობის ქვეშ დააბრუნა, მოწმენი ვხდებით მშენებლობის «კონცერტისა»: ქალაქში დგას პნევმატური ჩაქუჩებისა და ხერხის ხმაური, სატვირთო მანქანები ცლიან ხრეშს, ძველი ქალაქის ლამაზ ქუჩებში იგება ქვაფენილები.

ბათუმი ყოველდღიურად იცვლება. იხსნება ახალი რესტორნები, ზოგჯერ ექსტრავაგანტური, რომლებიც ძველ ბერძნულ აკროპოლისს მოგვაგონებენ, სადაც უჩინარ კლიენტებს შეუძლიათ მიირთვან ნიუ იორკიდან ყოველკვირეულად ჩამოტანილი თევზი 45 ევროდ. საღამოს, ზღვის სანაპიროს გასწვრივ ინთება მომღერალი შადრევნები.

ეს არ არის კოსმეტიკური ცვლილებები, ეს გენეტიკური მუტაციაა, რომლის ინიციატორიც საქართველოს ხელისუფლებაა, რომელსაც რუსეთის მსგავსად არ გააჩნია ბუნებრივი რესურსები. Pპრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური აცხადებს, რომ «საქართველომ მოძებნა თავისი ნიშა ტურიზმის სახით. Eეს არის ჩვენი განვითარების მთავარი საფუძველი».

ქვეყანას აღარ სურს, რომ ასოცირდებოდეს იმ სირთულეებთან, რომლებითაც განგრენიზირებულია კავკასია. Dმას უნდა, რომ მისი სახელი ასოცირდებოდეს გართობასთან. ”რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომმა ქვეყანას ცუდი სამსახური გაუწია, აცხადებს ირაკლი მატკავა, ინვესტიციების ეროვნული სააგენტოს დირექტორი. Aამის დაერთო ფინანსური მსოფლიო ფინანსური კრიზისი და ძალიან დიდი კონკურენციაა.Mმაგრამ საქართველოს ორი  მნიშვნელოვანი დადებით ფაქტორი გააჩნია: ადგილმდებარეობა და ბიზნესის დაწყების სიმარტივე”.

ბათუმმა, რომელშიც არის ნავთობტერმინალი და რომელიც მდებარეობს თურქეთის საზღვრიდან 15 კილომეტრში, ამგვარად აირჩია თავისი მომავალი: გახდეს რეგიონის ტურისტული გზაჯვარედინი და სარგებელი ნახოს თავისი ადგილმდებარეობით, რადგან ის მდებარეობს თბილ ზღვასა და მთებს შორის. ყველაზე მეტად გათვლა კეთდება სომხებზე, აზერბაიჯანელებზე, უკრანიელებსა და ბოლო პერიოდიდან ირანელებზე, რომელთაც შეუძლიათ საქართველოში ვიზის გარეშე ჩამოსვლა. Aამ ხალხის მოსაზიდად მრავალი არგუმენტი არსებობს: კაზინოები, ბოტანიკური ბაღები, არაჩვეულებრივი სამზარეულო, საუკეთესო ღვინო.

დაგებულია ახალი გზები, მაღალი სისრწრაფის მატარებელი მალე დააკავშირებს ბათუმს თბილისთან და მგზავრობა სამ საათში გახდება შესაძლებელი; ხელისუფლებას აგრეთვე აპირებს შეცვალოს სანაპიროს კენჭები და გააკეთოს ქვიშიანი პლაჟები. აჭარის და უფრო ჩრდილოეთით მდებარე აფხაზეთის, რომელიც არის თვითგამოცხადებული დამოუკიდებელი რესპუბლიკა, მაგრამ ამავე დროს განუვითარებელი და რომელიც ადრე საბჭოთა დამსახურებული მშრომელების სამოთხე იყო, მომავალს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა.

წლის დასაწყისიდან ქვეყანას ესტუმრა დაახლოებით 900 000-მდე ტურისტი. შემოვიდნენ სასტუმროების უდიდესი ქსელები. ივნისიდან ფუნქციონირებს სასტუმრო შერატონი. მიწიდან უკვე ამოზრდილია რედისონისა და კემპინსკის კარკასები. “როდესაც შენობაში აკეთებ 80 მილიონი დოლარის ინვესტიციას, რა თქმა უნდა ამას ისე არ აკეთებ, რომ არ ხარ დარწმუნებული მის მომავალში, - ამბობს ორნერ სუბასი, შერატონის თურქი მენეჯერი. ჩვენ კარგად შევისწავლეთ ეს განვითარებადი ბაზარი”.

2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი შეპყრობილია მხოლოდ ერთი სურვილით: მოსპოს ძველი განვითარების ხელისშემშლელი ფაქტორები და მოახდინოს ლიბერალიზაცია. უკანასკნელ თვეებში ის შეხვდა დონალდ ტრამპს, ქვეყნის მეთაური ყველაფერს აკეთებს, რომ შეცვალოს საქართველოს საგარეო იმიჯი. Eეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა მაქსიმუმს მიაღწია 2007 წელს (12,3%), 2008-ში დაეცა 2,3%-მდე, შემდეგ - 3,9% 2009-ში.Eეს მაჩვენებელი, ხელისუფლების მიხედვით წელს 5,5%-მდე გაიზრდება.

სააკაშვილის მეთოდი მდგომარეობს დიდი მშენებლობების წამოწყებაში. თბილისში მრავლდება გამჭვირვალე მინის შენობები, რომელთა გამჭვირვალეობაც ხელისუფლების გამჭვირვალეობას ეხმაურება. ულტრათანამდეროვე განათებული ფეხითმოსიარულეთა ხიდი, ძალიან ლამაზ პერსპექტივას ქმნის ძველ ქალაქსა და პრეზიდენტის სასახლეს შორის, რომელიც შემაღლებულ ადგილას მდებარეობს.

რაც შეეხება ტურიზმის სექტორს, სახელმწიფო გამოყოფს პრიორიტეტულ ადგილებს და შემდეგ ინვესტორებს აძლევს ერთგვარ სტიმულს. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ქალაქი სიღნაღი, რომელიც მევენახეობით განთქმულ კახეთის რეგიონში მდებარეობს. სამი სასტუმრო გაიხსნა, თუმცა კლიენტების მოზღვავება არ შეინიშნება. შავი ზღვის სანაპიროს სოფელ ქობულეთში საკმარისია 1,1 მილიონი დოლარის ინვესტირება, რომ 15 წლის განმავლობაში გათავისუფლდეთ გადასახადებისგან. უახლესი პროექტი: მაღალმთიანი სვანეთის გადაქცევა “კავკასიის შვეიცარიად”. საქართველოს პრეზიდენტის აზრით, რომელიც მსოფლიო ბანკის ეგიდით გამართული “Dოინგ Bუსინესს”-ის კლასიფიკაციას ეყრდნობა, საქართველო მომდევნო წლებში “5 მილიონ დამთვალიერებელს” მოიზიდავს. წელს საქართველო ბიზნესის კეთების თავისუფლების კუთხით მე-12 ადგილზეა. საქართველოში მსოფლიო ბანკის ოფისის ხელმძღვანელი, ასად ალამი აცხადებს, რომ “2003 წელს ვარდების რევოლუციამდე საქართველო 110-ე ადგილზე იყო. ეს არის მსოფლიოში უპრეცედენტო პროგრესი, რაც წარმართული რეფორმების შედეგია”.

ორი წლის განმავლობაში ამ წარმატებას თან სდევდა საგარეო ვალის შემაშფოთებელი ზრდა. 2011 წელს მან მთლიანი შიდა პროდუქტის 43 პროცენტი უნდა შეადგინოს. მთავრობას მიაჩნია, რომ ეს არის დროებითი და გარემოებითი მოვლენა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველომ განსაკუთრებული დახმარების სახით მიიღო 45 მილიარდი დოლარი, რომლის ნახევარიც კრედიტის სახით იქნა გაცემული. “ამ თანხამ გადამწყვეტი როლი ითამაშა საქართველოს ეკონომიკის ფეხზე დაყენებაში”, აცხადებს ერთერთი ამერიკული წყარო.

ერთი ნაწილი მოხმარდა ტურიზმის განვითარებას. თუმცა სხვა სექტორები არ არიან საკმარისად აქტიურები. «ჩვენი იმპორტი ექსპორტზე ხუთჯერ მეტია, სინანულით აღნიშნავს ეკონომისტი დავით ნარმანია. არ არსებობს სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების არანაირი გეგმა. ჩვენი ნაყოფიერი მიწების ორ მესამედზე მეტი დაუმუშავებელია. საწვავი ძვირი ღირს, ტრაქტორები მოძველებულია». შედეგი: სოფელს მოსახლეობის დიდი ნაწილი ტოვებს. ოფიციალურად, უმუშევრობა 18 პროცენტია, თუმცა რეალურად ის ორჯერ ან სამჯერ მეტია. ხუთიდან ერთი ქართველი სიღარიბის ზღვარის ქვემოთ ცხოვრობს.

სააკაშვილის უდავო გამარჯვებაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. კორუფცია მოსახლეობისა და ადმინისტრაციის ურთიერთობის ყოველდღიური ჭირი იყო.თრანსპარენცყ Iნტერნატიონალ-ის ბოლო მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 78 პროცენტს მიაჩნია, რომ საქართველოში კორუფციის დონემ საგრძნობლად დაიწია სამი წლის განმავლობაში. ყოფილი საბჭოთა კავშირის არცერთ ქვეყანას არ მიუღწევია ასეთი შედეგებისათვის ასეთ მცირე დროში. «პოლიციაში, უნივერსიტეტებში, ადმინისტრაციის სხვადასხვა ორგანოებში ხალხს აღარ მიაქვს ქრთამი, ამბობს მატიას ჰუტერი, საქართველოში თრანსპარენცყ-ის ხელმძღვანელი. თუმცა, გარკვეული შეშფოთებები არსებობს მაღალ ეშელონებში კორუფციასთან დაკავშირებით. არის გარკვეული ბნელი კავშირები დიდ საწარმოებსა და პირველი პლანის პოლიტიკურ ფიგურებს შორის».

ეს არის რეჟიმის დიდი პარადოქსი. მიხეილ სააკაშვილი და მისი ახალგაზრდა ანგლოფონებისაგან შედგენილი გუნდის წევრები უფრო ლიბერალები არიან და არ ემხრობიან სახელმწიფოს ჩარევას საბაზრო ეკონომიკაში. რეალურად, მათ დიდი სიფხიზლით უჭირავთ თვალი მთავარ სიმდიდრეებზე.

ძირითადად მთავრობას ფისკალურ რეპრესიებს საყვედურობენ. საქართველოში შეღავათიანი დაბალი გადასახადებია. არსებობს 6 გადასახადი. Aდრე 21 გადასახადი იყო. საგადასახადო შემოსავლები გაიზარდა. თუმცა ისინი არ არის სკმარისი და არ შეესაბამება რეალურ მოთხოვნებს. ფისკალური ადმინისტრაცია ზეწოლას ახორციელებს საწარმოების მეპატრონეთა მიმართ. «საქმის დაწყება იოლი გახდა, აცხადებს ვლადიმერ უგულავა, სადაზღვევო კომპანიის პრეზიდენტი. თუმცა, ხშირად ჯარიმები არასამართლიანად წესდება. ხშირად პირდაპირ ხდება მეწარმეთა დაჭერა გაფრთხილების გარეშე მცირე თანხებთან დაკავშირებით».

პრემიერ მინისტრ ნიკა გილაურს არ აღელვებს ეს შენიშვნები და ისტორიას გვახსენებს. «საქართველო რეგიონში ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა იყო. საქმის კეთების დროს ყველა მიჩვეული იყო ქრთამის მიცემას. ცხადია, რთულია ახალ რეალობასთან შეგუება».

მიხეილ სააკაშვილის ოპონენტები აკრიტიკებენ სახელმწიფოს რკინისებურ პოლიტიკას. «იმ ქვეყანაში, სადაც არ არსებობს ანტი-მონოპოლიური სისტემა, დამოუკიდებელი სასამართლო შტო შეუძლებელია მეწარმეობის განვითარება», ამბობს ირაკლი ალასანია, რომელიც წარსულში იყო სააკაშვილის გუნდის წევრი და ამჟამად ოპოზიციაშია. ბიზნესი გამოძიების სამიზნე გახდა. 60 პროცენტი საწარმოებისა ამგვარ მდგომარეობაშია და საპროცესო შეთანხმებაზე მიდიან».

რაც შეეხება ფრანგულ კომპანია კასტელს, რომელიც თბილისის მახლობლად 18 ლუდის გამოსახდელ საწარმოს ფლობს, მისი უსიამოვნებები ერთი წლის წინ დაიწყო. « დეტალური კონტროლის შემდეგ, საგადასახადო პოლიციამ ჩათვალა, რომ ჩვენი პროდუქციის ნაწილი შავად ისხმებოდა », ამბობს მისი დირექტორი, ჟან-პოლ ლაფრანში. ჯარიმის თანხა შეადგენს 7 მილიონ ლარს (2.8 მილიონი ევრო). კასტელის პატრონმა უარი განაცხადა ამ თანხის გადახდაზე და საჩივარი შეიტანა. საფრანგეთის საელჩომ თავისი ემოცია დააფიქსირა. ფისკალური კონტროლი გადახედილი უნდა იქნეს დავების კომისიის მოთხოვნით.

ამგვარი კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად 2011 წლის 1 იანვრიდან ახალი საგადასახადო კოდექსი ამოქმედდება. «შესაძლოა იყოს სადავო საკითხები. ჩვენ ვიმყოფებით გარდამავალ პერიოდში, აცხადებს პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური. კარგად იცით ფორმულა, ორი რამ არის გარდაუვალი: სიკვდილი და გადასახადები».