საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

La Croix 03.03.2012

რეაგირება მოახდინა რა იმავე დღეს მოსკოვის მიერ გაკეთებულ შემოთავაზებაზე, საქართველომ შეუძლებლად მიიჩნია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, სანამ მოსკოვი აგრძელებს ქართული პრორუსულად განწყობილი სეპარატისტული რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას.ორ ქვეყანას შორის დაახლოების მცდელობამ თავი იჩინა სამშაბათს, როდესაც დასავლურად განზყობილმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადამ, რომ «მისი ქვეყანა მზადაა კიდევ ერთი შანსი მისცეს და ხელი შეუწყოს მშვიდობის დამყარებას და ცალმხრივად აუქმებს სავიზო რეჯიმს რუსეთთან». მიესალმა რა ამ ჟესტს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავისმხრივ შესთავაზა საქართველოს «დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ორ ქვეყანას შორის» და უზრუნველყოფს, ურთიერთ შეთანხმების ბაზაზე, საქართველოს მოქალაქეების უვიზო გადაადგილება, რისთვისაც საჭირო იქნება საქართველოს მხრიდან, რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტია საქართველოში მოგზაურობის დროს.მოსკოვსა და თბილისს შორის დიპლომატიური ურთიერთობები შეწყდა 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდგომ, როდესაც რუსეთმა ქართული პრორუსულად განწყობილი სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა. აღიარების შემდგომ, აფრაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთმა სამხედრო ბაზები განალაგა. რუსეთის შემოთავაზება, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურამდე ორი დღით ადრე გაკეთდა, რომელშიც სავარაუდოდ ვლადიმერ პუტინი გაიმარჯვებს.

Occupied Territories of Georgia

eVISA portal