საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ფონდ «იავნანა»-ს საქველმოქმედო კონცერტი პარიზში

2012 წლის 18 მაისს, 20 საათზე, პარიზის საკონცერტო დარბაზში «Salle Pleyel»-ში, პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდი «იავნანა» აწყობს საქველმოქმედო საღამოს. მსოფლიოში აღიარებული ქართველი სოლისტები შეასრულებენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II მიერ შექმნილ განუმეორებელ ნაწარმოებებს და ასევე წარმოგვიდგენენ ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის საუკეთესო ნიმუშებს.

საღამოს დაესწრება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II.

პროექტის მხარმდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და საქართველოს საელჩო საფრანგეთში.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია


 http://www.sallepleyel.fr/francais/concert/12973--sanctus--fondation-iavnana

Occupied Territories of Georgia

eVISA portal