საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2012 წლის 1 ივნისს პარიზში გაიმართა საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ერთობლივი პრესკონფერენცია.

ჟურნალისტებთან საუბრის დროს რუსეთის პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა ნატოს გაფართოებაზე და ევროპაში განლაგებული ანტისარაკეტოს თავდაცვის სისტემების შესახებ: «ჩვენთვის ცნობილია საფრანგეთის პოზიცია, რომელსაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყველა წევრის კონსოლიდირებული პოზიცია გააჩნია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბევრი საკითხი განხილულ და მიღებულ იქნა რუსეთის პოზიციის გაუთვალისწინებლად და განსაკუთრებით, უსაფრთხოების სფეროში ჩვენი ინტერესების გათვალისწინების გარეშე. ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ ამას. აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, საფრანგეთი ერთ-ერთი ის ქვეყანაა იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომელიც არამხოლოდ გვისმენს, არამედ, ჩემის აზრით გვიგებს კიდეც. და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საფრანგეთს, არამხოლოდ როგორც ნატოს წევრ ქვეყანას, ასევე როგორც ბირთვულ სახელმწიფოს, ესმის ჩვენი განცდების და ვიმედოვნებ, რომ მოვახერხებთ ურთიერთობების დამყარებას სრულიად ალიანსთანაც.ჩვენ ყოველთვის გვეუბნებიან, რომ ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა არ არის მომართული რუსეთის წინააღმდეგ. მრავალგზის გვსმენია აღნიშნული განცხადებები. ჩვენ ვისურვებდით, რომ ეს მხოლოდ განცხადებები არ იყოს და მოგვცენ იურიდიულად განმტკიცებული დოკუმენტები სამხედრო-ტექნოლოგიური გარანტიების შესახებ. მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიგრძნობთ თავს დაცულად და შევძლებთ ვაწარმოოთ ნორმალური თანამშრომლობის დიალოგი. და არა მანამდე, სანამ ცალმხრივად წარმოებს გადაწყვეტილებების მიღება და სანამ რუსეთის განცდებზე ერთიდაიგივე პასუხს ვღებულობთ, რომ თითქოს ჩვენ რაღაც კი გვემუქრება, მაგრამ არა თქვენგან და რომ აღნიშნულ ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემას რუსეთის წინააღმდეგ არ გამოიყენებთ.ხშირად გვსმენია ზეპირი განცხადებები და დაპირებები. ადრეც გვპირდებოდნენ, რომ არ მოხდებოდა ნატოს გაფართოება, შემდგომ გვპირდებოდნენ ბაზების არგანთავსებას. მიუხედავად ამისა, ნატოც გაფართოვდა აღმოსავლეთისკენ და ბაზებიც სოკოებივით მრავლდებიან რუსეთის ირგვლივ. განცხადებები იმაზე, რომ ნუ გეშინიათ, თქვენ არაფერი გემუქრებათ, აღარ არის საკმარისი დღევანდელ მსოფლიოში და საბავშვო ბაღს წააგავს. ჩვენ გარანტიები და უსაფრთხოების სფეროში სერიოზული შეთანხმებები გვესაჭიროება.კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე არ ვცდილობ რაიმეთი დაგამძიმოთ, მაგრამ როგორც ვეუბნებოდი ჩემს ამერიკელ და ევროპელ კოლეგებს, მოგიწოდებთ დიალოგისკენ. საფრანგეთის პრეზიდენტთან საუბრის დროს, მე მომეჩვენა, რომ ესეთი დიალოგი საფრანგეთთან და მაშასადამე ნატოს სხვა წევრებთანაც შესაძლებელი გახდება».  პრესკონფერენციაზე ძირითადი აქცენტები გაკეთდა სირიაში მიმდინარე მოვლენებზე და გამოიკვეთა, რომ პრეზიდენტებს სრულიად განსხვავებული პოზიციები გააჩნიათ სირიის პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით.რუსეთის პრეზიდენტის განცხადება: «სანქციების დაწესება კიდევ უფრო ამწვავებს ისედაც არსებულ დაძაბულ სიტუაციას სირიაში, ქვეყანას მიიყვანს საბოლოო დესტაბილიზაციამდე და სამოქალაქო ომამდე. თითქოს რუსეთს რაიმე განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია სირიასთან მიმართებაში, სრული შეცდომაა. ჩვენ არ გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები სირიასთან, არც მიმდინარე სამხედრო თანამშრომლობა. ერთადერთი რაც გვაფიქრებს, გახლავთ სირიაში სიტუაციის გამწვავება და კონტროლიდან გამოსვმა, მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა. დღეს ყველანი ვსაუბრობთ, ცოტახნის წინ ერთ-ერთ სოფელში მომხდარ ტრაგედიაზე, სადაც თოთხმეტი თუ თხუთმეტი ადამიანი მოკლეს და ზოგიერთი აწამეს, რაც თქვენი და საერთაშორისო თანამეგობრობის განხილვის თემაა. თუ აცნობიერებთ მაშინ, რამდენი ადამიანი დაიღუპა მოწინააღმდეგის ხელიდან, ეგრეთწოდებული ბოევიკებისგან, დაითვალა ვინმემ? იქაც ხომ ასობით ადამიანზეა საუბარი. ჩვენი მიზანია კონფლიქტში მონაწილე ყველა მხარის შერიგება, არ უნდა განვაცალკეოთ ჩვენები და მოწინაღმდეგეები. ჩვენს გვსურს ვიზრუნოთ ყველაზე და იქამდე მივიყვანოთ სიტუაცია, სადაც შესაძლებელი გახდება პოლიტიკური და მშვიდობიანი გადაწყვეტილებების მიღება. რაც შეეხება ბატონ ასადთან შეხვედრას, ის გაცილებით ხშირად სტუმრობდა პარიზს ვიდრე მოსკოვს. ასე რომ აღნიშნულ პრობლემას, უმჯობესია ამ კუთხით შევხედოთ».საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება: «მე მიმაჩნია, რომ პრეზიდენტ ასადის რეჟიმი ყველანაირი საერთაშორისო წესებისა და ნორმების დარღვევით მოქმედებს. აღნიშნული პრობლემა მხოლოდ ასადის გადადგომით მოგვარდება. რაც შეეხება, თუ რა ხერხებითა და მეთოდებით უნდა მოგვარდეს აღნიშნული საკითხი, ეს გახლავთ გაეროს რეზოლუციები და პირველ რიგში გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის გეგმის ბოლომდე განხორციელება. და შემდგომ, თუ საერთაშორისო დამკვირვებლებს სწორი მოქმედების საშუალება მიეცემათ, ეს უკვე კრიზისის მოგვარების მეორე ეტაპი იქნება და სირიას მიეცემა საშუალება მოიპოვოს სტაბილურობა და უსაფრთხოება. მე უკვე განვაცხადე და ვიმეორებ, რომ მიზნის მისაღწევად აუცილებელია სანქციებისა და ზეწოლის გამოყენება».პრესკონფერენციაზე ასევე ისაუბრეს უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს დაპატიმრების შესახებ. რუსეთის პრეზიდენტის აზრით, ტიმოშენკო სასჯელს იხდის უკანონოდ ხელმოწერილი ხელშეკრულების გამო. საფრანგეთის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ ტიმოშენკოს ადგილი ციხეში არ არის და არც თვითონ და არც საფრანგეთის მთავრობის წევრები უკრაინაში არ დაესწრებიან ევროპის ჩემპიონატს, რაც ერთგვარი სამთავრობო ბოიკოტი იქნება იანუკოვიჩის მთავრობის მიმართ ტიმოშენკოს საკითხთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა ფრანგი სპორტცმენები მიიღებენ ჩემპიონატში მონაწილეობას.  

Occupied Territories of Georgia

eVISA portal