საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე 2013 წლის 1-3 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობდა.

მაია ფანჯიკიძე სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებისადმი მიძღვნილ სესიაზე სიტყვით გამოვიდა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების გზებსა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ისაუბრა.

კონფერენციის ფარგლებში მაია ფანჯიკიძემ ასევე გამართა ორმხრივი შეხვედრები ისრაელის პრემიერ-მინისტრის მოადგილესა და თავდაცვის მინისტრთან, ეჰუდ ბარაკთან და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, დანიელ აიალონთან, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიროსლავ ლაიჩაკთან, ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანტონიო პატრიოტასთან, ბავარიის სახელმწიფო მინისტრ ემილია მიულერთან და გერმანიის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან, კრისტიან შმიდტთან.

2013 წლის 4 თებერვალი