საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

თავდაცვის მინისტრის შეხვედრა ერიკ ფურნიესთან

საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს შეხვდა. კონტინენტური ევროპის დეპარტამენტის დირექტორთან ერიკ ფურნიესთან ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ფრანგულ მხარეს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბრის ერთ-ერთი თემა ვილნიუსის და 2014 წლის ნატოს მომავალი სამიტების მნიშვნელობაც იყო. 

შეხვედრაზე საუბარი საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების საკითხსაც შეეხო.