საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრთან ტირეი რეპანტენთან

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ვილნიუსის სამიტი და მასთან დაკავშირებული საკითხები იყო. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საფრანგეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართ.

მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე. ფრანგული მხარის მიერ აღინიშნა არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მნიშვნელობა. მაია ფანჯიკიძემ კი საფრანგეთის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა არჩევნებში დამკვირვებლების გამოგზავნის გამო.

„ევროპულ საქმეთა მინისტრი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა ფრანგულ პოლიტიკაში. სწორედ ის იქნება საფრანგეთის წარმომადგენელი ვილნიუსში პრეზიდენტთან ერთად. მასთან საუბარი რა თქმა უნდა შეეხო ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას; საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს და ამ არჩევნებზე ფრანგი დამკვირვებლების შთაბეჭდილებებს. საფრანგეთიდან 8 დამკვირვებელი იყო ჩამოსული საქართველოში" - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.