საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

რწმუნებათა სიგელების გადაცემა

2014 წლის 12 იანვარს, საქართველოს ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა იუნესკოში ქალბატონმა ეკატერინე სირაძე-დელონემ რწმუნებათა სიგელები გადასცა მონაკოს სამთავროს პრინცს, მის აღმატებულებას ალბერტ II-ს.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა მონაკოს სამთავროს მთავარ სასახლეში. სასახლის ეზოში სამთავროს კარაბინიერთა საპატიო ყარაული მოეწყო.

ცერემონიას ესწრებოდა მონაკოს სამთავროს სახელმწიფო მინისტრი ბ-ნი ჟაკ ბუასონი და საგარეო საქმეთა მინისტრი - ჟოზე ბადია და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, ბატონი გოჩა ჯავახიშვილი.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ საქართველოს ელჩსა და მონაკოს პრინცს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა, რომლის დროსაც საუბარი დაეთმო საქართველოსა და მონაკოს სამთავროს შორის კულტურის, მეცნიერებისა და ეკონიმიკის სფეროში მომავალი თანამშრომლობის პერსპერქტივებს.

ელჩის საპატივცემოდ, მონაკოს პრინცის სახელით, მოეწყო ოფიციალური სადილი.

 

@ photos par le service de presse de son altesse Prince Albert II