საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფრთხილება

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის ოფიციალურ გვერდზე რუბრიკაში "რჩევები მოგზაურთათვის" დამატებით რეკომენდაციას ავრცელებს და აფრთხილებს თავის მოქალაქეებს:

"სოჭის ზამთრის ოლიმპიადის მოახლოებასთან დაკავშირებით შეგახსენებთ, რომ საქართველოს სეპარატისტული რეგიონის, აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილება კატეგორიულად არარეკომენდირებულია. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერი პიროვნება, რომელიც ამ რეგიონის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან გადაჰკვეთს საზღვარს, არღვევს საქართველოს კანონმდებლობას და ექვემდებარება სისხლის სამართლებრივ დევნას".

 

Occupied Territories of Georgia

eVISA portal