საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველო და საფრანგეთი ტუბერკულოზის კონტროლისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის სფეროში თანამშრომლობის ახალ პერსპექტივებს განიხილავენ

პენიტენციური სისტემის ექიმები C ჰეპატიტის პროგრამასთან დაკავშირებით საფრანგეთში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში, რომელიც გამოცდილების გაზიარების მიზნით „მსოფლიო ექიმების" და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს" მიერ იქნა ორგანიზებული, ქართველი ექიმები შეხვდნენ კოლეგებს, მოინახულეს საფრანგეთის სამედიცინო და სასჯელაღსრულების დაწესებულებებ, გაეცვნენ საფრანგეთის გამოცდილებას და სტანდარტებს C ჰეპატიტის მკურნალობაზე, ასევე პრევენციისა და ზიანის შემცირების პროგრამების მიმდინარეობას.

ვიზიტში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ჯანდაცვის და სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილეები მარიამ ჯაში და არჩილ თალაკვაძე, რომლებიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, საფრანგეთის ჯანდაცვის და საგარეო უწყებების წარმომადგენლებს შეხვდნენ და საქართველოში მიმდინარე რეფორმები, ასევე თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. 

სამუშაო შეხვედრების დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტუბერკულოზის კონტროლის საკითხებსა და C ჰეპატიტის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობას. 

ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილეებმა ჯანდაცვის სფეროში დაფინანსების ინოვაციური მექანიზმების განვითარებაზე კოლეგებთან კონსულტაციები გამართეს. 

მარიამ ჯაში და არჩილ თალაკვაძე საფრანგეთში პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ, სადაც სასჯელაღსრულების სისტემასა და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ არსებული გამოწვევები განიხილეს.

Occupied Territories of Georgia

eVISA portal