საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ლოგისტიკური ცენტრი Rungis International საქართველოსთან თანამშრომლობითაა დაინტერესებული

 

საფრანგეთში, ქ. პარიზში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს სოფლის მეუნეობის მინისტრის მოადგილე, დავით ნატროშვილი, რომელმაც მიმდინარე წლის 21 მარტს გამართა შეხვედრა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების უმსხვილეს ლოგისტიკურ ცენტრში - Rungis International. კერძოდ, შეხვედრა შედგა მმართველი კომპანიის, Semmaris-ის გენერალურ მდივანთან, ფრანსის ლეფევრთან (Francis Lefevre) და საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორთან, მაიელ ნიკოლასთან (Mayeul Nicolas). შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საელჩოს თანამშრომელი, კახა შაიშმელაშვილი.

შეხვედრაზე განხილული იქნა ფრანგული კომპანიის შესაძლო მონაწილეობა საქართველოში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ლოჯისტიკური ცენტრის ჩამოყალიბებაში.