საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საფრანგეთში მკურნალობით დაინტერესებულთა საყურადღებოდ!

საფრანგეთში მოქმედი კომპანია "მედიგარდი" ("MEDIGUARD") პარიზის პრესტიჟულ საავადმყოფოებში სამედიცინო დახმარებას უწევს ნებისმიერი ასაკის ავადმყოფს. კომპანია სთავაზობს ქართველ პაციენტებს, როგორც საფრანგეთის წამყვანი სპეციალისტების მიერ მკურნალობას, ასევე უმაღლესი დონის ტექნიკურ მომსახურებას (საქართველოს მოქალაქეებისთვის საფრანგეთის საკონსულოს მიერ ვიზის გაცემის პროცედურის მოგვარებას, აეროპორტში დახვედრას, საჭიროებისამებრ სასტუმროს დაჯავშნას და ა.შ).

აღნიშნული კომპანია ქართველ ექიმებს, შესაბამისი პროფილის გათვალისწინებით, სთავაზობს სტაჟირებას საფრანგეთში თნამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების გასაცნობად (სიმულატორი ანესთეზიოლოგებისა და რეანიმატოლოგებისთვის, ნავიგაცია ორთოპედებისთვის, უროლოგიური ქირურგია რობოტის საშუალებით და ა.შ).

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით მედიგარდის ოფიციალურ წარმომადგენელს საფრანგეთში, ექიმ თინათინ ხეცურიანს.

Email: tinatin.khetsuriani@gmail.com 

ტელ: (00) 33 6 60 16 58 53

 

Occupied Territories of Georgia

eVISA portal