საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართველი მწერალი პარიზის

FICEP-ის ფარგლებში წლევანდელი ლიტერატურული ღამე ჩატარდება 24 მაისს პარიზის მარეს (Le Marais) უბანში. საფრანგეთში საქართველოს საელჩომ მასში მონაწილეობის მისაღებად შეარჩია ზაზა ბურჭულაძე და მისი რომანი "გასაბერი ანგელოზი", რომელიც შესანიშნავად თარგმნა თამარა ყუბანეიშვილმა და 2013 წელს გამოსცა გამომცემლობამ l'Age d'homme. საქართველოს საელჩოს მონაწილეობა პარიზის ლიტერატურულ ღამეში ხორციელდება საქართველოს კულტურის სამინისტროს პირდაპირი მხარდაჭერით.

FICEP-ის ფარგლებში "ლიტერატურილი ღამე" წელს მეორედ ჩატარდება და მისი კონცეპტი შემდეგია: პარიზის ერთ კონკრეტულ უბანში, სხვადასხვა ადგილებზე ერთდრულად, ყოველ საათში ერთხელ ხდება მსახიობების მიერ სხავდასხვა ქვეყნის მწერლების/პოეტების/დრამატურგების ნაწარმოებების კითხვა ფრანგულ ენაზე. კითხვა გრძელდება 20 წუთი და მეორდება ყოველ ერთ საათში ერთხელ. კითხვას ესწრება მწერალი და/ან თარჯიმანი. ყოველი წაკითხვის შემდეგ, მაყურებელს, რომელიც თავისი სურვილით არჩევს მისი გადაადგილების მარშრუტს, საშუალება ეძლევა გაეცნოს სხვადასხვა ქვეყნის ავტორების შემოქმედებას და პირადად შეხვდეს მათ. პროგრამაშია: პოეზია, რომანი, დეტექტივი, პიესა და სხვა. ლიტარატურულ ღამეში წარმოდგენეილი შეიძლება იყოს მხოლოდ ბოლო პერიოდში ფრანგულად თარგმნილი და გამოცემული ნაწარმოები.ლიტერატურული ღამის იდეა ჩეხეთს ეკუთვნის, პრაღაში ასეთი ღამეები ტარდება 2006 წლიდან მოყოლებული. ეს იდეა აიტაცა ბევრმა ევროპულმა ქალაქმა და შარშან, მათ პარიზიც შეუერთდა. 2013 წლის გამოშვება წარმატებული აღმოჩნდა და წლევანდელი გამოშვებაც იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს.

ლიტარატურულ ღამეში წარმოდგენეილი შეიძლება იყოს მხოლოდ ბოლო პერიოდში ფრანგულად თარგმნილი და გამოცემული ნაწარმოებები, ჟანრი შეზღუდული არ არის.

ქართული რომანის წაკითხვა დაგეგმილია ვიქტორ ჰუგოს სახლში, რომელმაც თავად აარჩია წარმოდგენილი ქვეყნებიდან ქართველი მწერალი და მისი რომანი. ნაწყვეტს წაიკითხავს მსახიობი გიორგი ბაბლუანი და კითხვას დაესწრება თავად მწერალიც, რომელიც ყოველი წაკითხვის შემდეგ გაესაუბრება დამსწრეებს და უპასუხებს მათ კითხვებს. შესაძლებელი იქნება წიგნის ფრანგული გამოცემის შეძენაც.

 

*ზაზა ბურჭულაძე თანამედროვე ქართველი მწერალია. იგი დაიბადა 1973 წელს თბილისში და დაამთვრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია - მონუმენტურ-დეკორატიული მოხატვის ფაკულტეტი. 1998 წლიდან წერს ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: „არილი", „ალტერნატივა", „ანაბეჭდი", „ცხელი შოკოლადი", „ტაბულა"... ქართულ ენაზე თარგმნილი აქვს ფ. მ. დოსტოევსკის, დ. ხარმსის, ვ. სოროკინის პროზა. 2011 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა რომანისთვის „გასაბერი ანგელოზი" მიანიჭა პრემია „წლის საუკეთესო რომანი".

2014 წლის ლიტერატურული ღამის სრული პროგრამის სანახავად მისდიეთ ბმულს.

 

24 MAI | 17h00
"L'Ange Gonflable" de Zaza Burchuladze

Informations pratiques:

Maison de Victor Hugo
6, place des Vosges, 75004 Paris
Tél : 01 42 72 10 16
http://maisonsvictorhugo.paris.fr/

Entrée libre dans la limite des places disponibles.

Lecture - rencontre à 17, 18, 19 , 21, 22 et 23 heures.

Pause entre 20 et 21 heures.

Chaque heure se déroulera da la façon suivante:

15-20 min de lecture, 15-20 min de rencontre / discussion avec l'auteur, le comédien et le public, ensuite, vous êtes invités à vous déplacer à une autre lecture.

 

                                   

Occupied Territories of Georgia

eVISA portal