საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი საფრანგეთში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი საფრანგეთში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საფრანგეთში ვიზიტის პირველი შეხვედრა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან, კლოდ ბარტოლონთან გამართა. შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები, საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს უსაფთხოებისთვის მნიშვნელოვანია ევროპული პერსპექტივის არსებობა და სექტემბრის ნატოს სამიტის შედეგები. შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო რუსეთი და კონფლიქტურ რეგიონებში არსებული ვითარება, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე. შეხვედრის ბოლოს ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს სამხედრო კონტინგენტის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაგზავნისთვის.შემდგომ, პარლამენტის თავმჯდომარე და საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრები ეროვნულ ასამბლეაში საფრანგეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის სახელით გამართულ სამუშაო სადილს დაესწრნენ. მხარეებმა განიხილეს უკრაინაში არსებული მდგომარეობა და ამ კონტექსტში საქართველოს მოლოდინი მოვლენეთა შემდგომი განვითარების შესახებ. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ 2008 წლის მოვლენები სათანადოდ არ იქნა შეფასებული და გაანალიზებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ და ამიტომ უკრაინაში მიმდინარე პროცესების მიმართ საჭიროა დაფიქსირდეს უფრო მტკიცე და ერთიანი პოზიცია. საუბრის ერთ-ერთი ძირითადი თემა იყო საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები და საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის დაჩქარების საშუალებები.6 მაისს, პარლამენტის თავმჯდომარე საერთაშორისო დიპლომატიურ აკადემიას ესტუმრა და სიტყვით გამოვიდა. პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ მიმართულებებზე და ზოგადად რეგიონში უსაფრთხოების კუთხით შექმნილ ვითარებაზე.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში ბოლო შეხვედრა სენატის თავმჯდომარესთან, ჟან-პიერ ბელთან გამართა. მხარეებმა შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის არსებულ ინტენსიურ სამთავრობო და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებს გაუსვეს ხაზი. მხარეებმა ასევე უკრაინის კრიზისსა და რეგიონულ საფრთხეებზე ისაუბრეს. სენატის თავმჯდომარის, ჟან-პიერ ბელის განცხადებით, კრიზისთან დაკავშირებით, საფრანგეთის პოზიცია ერთიანი და მტკიცეა, საფრანგეთს სურს დიალოგი რუსეთთან, მაგრამ იქნება პრინციპული თავის მიდგომაში.სენატის თავმჯდომარის განცხადებით, საპარლამენტო დიპლომატია ხელს უწყობს ურთიერთობების განვითარებას და ამის არაერთი მაგალითი არსებობს. „მოხარული ვარ, რომ საქართველო ასოცირების ხელშეკრულებას უახლოეს მომავალში მოაწერს ხელს", - განაცხადა ჟან-პიერ ბელმა.