საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი კონცერტი

 

საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსებით და ასევე, საფრანგეთში კულტურული ასოციაციის ლაზის ხელშეწყობით, ინვალიდების სასახლის სენ ლუის სახელობის ტაძარში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი.

საღამოსთვის შეირჩა, ალექსანდრე დიუმას წიგნი - "მოგზაურობა კავკასიაში", რომელსაც ხელოვანი ანრი მაჭავარიანი კითხულობდა.

პარიზში მცხოვრები ქართველი პიანისტი ელისო ბოლქვაძე, ინგოლშტატის ქართული კამერული ორკესტრი და სოლისტები ნიკა გულიაშვილი და გივი ჭიჭინაძე ასრულებდნენ მოცარტის, როსინის, გლუკის, ასევე ქართველი კომპოზიტორების, ასკანელისა და ცინცაძის ნაწარმოებებს.