საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა საფრანგეთის კულტურის სამინისტროში

2014 წლის 9 სექტემბერს, საფრანგეთის კულტურის სამინისტროში საქართველოს ელჩი ეკატერინე სირაძე-დელონე  საფრანგეთის კულტურის მინისტრის დიპლომატიურ მრჩეველს ტიბო ლაკარიერს შეხვდატიბო ლაკარიერი ახლადდანიშნული მინისტრის ახალი დიპლომატიურ მრჩევლია და შეხვედრა  გაცნობით ხასიათსაც ატარებდა და წინ უძღოდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის, პარიზში ვიზიტს, რომელიც 16-18 სექტემბერს შედგება ქართველი მხატვრის, დავით კაკაბაძის, ნამუშევრების გამოფენასთან დაკავშირებით მაიოლის მუზეუმში.

შეხვედრაზე განხილული იქნა ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები და ახალი გზები. ელჩმა ისაუბრა საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ხელოვანების შესახებაც. საუბარი ასევე შეეხო ქართულ კინომატოგრაფიას და ამ სფეროში თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს. შეხვედრაზე ნახსენები იქნა ლევილის მამულის საკითხიც და განხილულ იქნა მისი მომავალ დანიშნულებასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხები.

 

 

 

Occupied Territories of Georgia

eVISA portal