საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დღეს 19 ნოემბერს მონაკო ეროვნულ დღესასწაულს აღნიშნავს

მონაკოელებისთვის 19 ნოემბერი იგივეა რაც ფრანგებისთვის 14 ივლისი. ღონისძიებები დილიდან დაიწყო მონაკოს კათედრალში, სადაც გაიმართა სადღესასწაულო მესა და  შესრულდა Te Deum. ცერომონია ჩვეულ რიტუალს მიჰყვება, სამეფო ოჯახი დაესწრება სასახლის ეზოში ღირსების მედლებით დაჯილდოების ცერემონიას, რომელსაც მოჰყვება სამხედროებთან მისალმება. დღესასწაული დასრულდება მიღებით და კონცერტით საოპერო თეატრში.

ეროვნული დღესასწაული პრინცმა შარლ III დააწესა 1857 წელს და იგი შეესაბამებოდა პრინცის მფარავი წმინდანის დღესასწაულს. შესაბამისად, სუვერენის ცვლასთან ერთად დღესასწაულის თარიღიც იცვლებოდა. 2005 წელს, სამეფო ტახტზე ასვლისას, პრინც ალბერმა გადაწყვიტა დღსასწაულის თარიღად 19 ნოემბერი დაეკანონებინა, მამის, რანიეს ხსოვნისადმი პატივსაცემად, რამეთუ ამ დღეს წმინდა რანიეს დღესასწაული აღინიშნება.