საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სრულწლოვანის პასპორტის განახლება

 

გთხოვთ, დოკუმენტის ორიგინალთან ერთად, იქონიოთ ასლები!

 

ყურადღება!!! საკონსულო სამსახური გადავიდა საბანკო გადარიცხვით თანხის გადახდის მეთოდზე.

თქვენთვის სასურველი მომსახურების მისაღებად, აუცილებელია წინასწარ საფასურის გადარიცხვა საკონსულოს შესაბამის ანგარიშზე და გადახდის დამადასტურებელი დუკუმენტის (AVIS D'OPERATION DE VIREMENT) წარმოდგენა საკონსულოში  ვიზიტის დროს.

 

 

CIC - Banque Transatlantique 

ანგარიშის ნომერია: Titulaire du compte - Consulat Ambassade de Georgie

Banque: 30568  Guichet 19904   № compte  00020091202  Clé  73

IBAN: FR76 3056 8199 0400 0200 9120 273

BIC (Bank Identifier Code) : CMCIFRPP

 

ყურადღება !!! გადმორიცხვის დროს აუცილებელია ყურადღება მიექცეს ზუსტი თანხის გადმორიცხვას, დანიშნულების შინაარსის (MOTIF DE L'OPERATION DE VIREMENT)  და სახელის გვარის (იმ მოქალაქის სახელი და გვარი, ვისთვისაც განკუთვნილია მომსახურება) მითითებით. გადმორიცხული თანხების იდენტიფიცირებისათვის არ შეიძლება სხვადასხვა შინაარსის მომსახურებისთვის (მაგ. პასპორტი და თარგმანი)   თანხების ჯამური გადმორიცხვა. თითოეული მომსახურებისთვის უნდა განხორციელდეს ერთი გადმორიცხვა. 

 

მოქალაქე საკონსულოში პირადად უნდა წარსდგეს და წარმოადგინოს:

1. პასპორტის, პირადობის მოწმობის ან დაბადების მოწმობის ასლი;

2.  ბიომეტრიული სურათი 1 ცალი ზომით 3,5X4,5 (ფოტოსურათი გადაღებული უნდა იყოს შესაბამის ასაკში, მინიმუმ 8 მეგაპიქსელიანი, თეთრ ფონზე, სადაც ფოტოს 70-80%-ს უნდა იკავებდეს სახის გამოსახულება);

3. პასპორტის საფასურის  124,94 ევროს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;

4.  პასპორტის დამზადების ვადაა 45 კალენდარული დღე;

5. წარსულში ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის პასპორტის ქონის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეს შეუძლია დაუკავშირდეს იუსტიციის სახლს და პასპორტი  საფრანგეთში მიიღოს ფოსტით. 

 

თუ გნებავთ, რომ პასპორტი ფოსტით დაგიბრუნდეთ სახლში, წარმოადგინეთ აგრეთვე საშუალო ან დიდი ზომის კონვერტი (ფორმატი A4 ან A5), რომელსაც ეწერება თქვენი ზუსტი საფოსტო მისამართი და ეკვრება 6,00 ევროს ოდენობის საფოსტო მარკა (ერთი პასპორტისთვის). აღნიშნული კონვერტით პასპორტი უკან დაგიბრუნდებათ.

 

საკონსულოში ვიზიტისთვის გთხოვთ ჩაეწეროთ აქ

საკონსულოში ვიზიტზე ტელეფონით ჩაწერა არ ხორციელდება. 

დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს 01 45 02 11 07
ორშაბათს და ოთხშაბათს 15სთ-დან 17სთ-მდე და პარასკევს 10სთ-დან 13სთ-მდე

Occupied Territories of Georgia

eVISA portal