საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველო ღვინის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციაზე

france/imgres_2.jpg8-9 აპრილს საფრანგეთში, შამპანში იმართება ღვინის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია, რომლის ოქროს სპონსორია საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო. ღონისძიება წარმოადგენს მნიშვნელოვან მოვლენას ღვინის ტურიზმის სექტორში. პროფესიონალები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იკრიბებიან ორდღიან კონფერენციაზე ღვინის ტურიზმის ინდუსტრიაში არსებული საკითხების, ტენდენციების და გეგმების განსახილველად. ღონისძიებაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი სამანიშვილი წარსდგება მოხსენებით: საქართველო - ღვინის სამშობლო. წარდგენილი იქნება ქართული ღვინის კომპანიების ღვინოები: შატო მუხრანი, მეღვინეობა ხარება, თელავის ღვინის მარანი, შუხმანის ღვინოები, თბილღვინო.

ორგანიზატორების ოფიციალური ვებ-გვერდი იხილეთ აქ

Occupied Territories of Georgia

eVISA portal