საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

Libération - 05.08.2015

"შაბათს, 7 წელი შესრულდება საქართველოში მოსკოვის სამხედრო ინტერვენციიდან. ყირიმისგან განსხვავებით, რუსეთს ანექსია არ მოუხდენია, უბრალოდ ადგა და მეზობელთან დარჩა.

საბჭოთა ჯარის ავღანეთიდან უწესრიგოდ გამოსვლისა და ძველი « მოძმე ერების » ქვეყნებიდან სამხედრო ნაწილების გაყვანის შემდეგ, 2008 წლის 8 აგვისტოს, რუსეთი პირველად აგზავნიდა თავის ჯარისკაცებს ქვეყნის საზღვრებს გარეთ. მაგრამ ესენი არ იყვნენ ის ღატაკი და მშიერი ჯარისკაცები, რომლებიც პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის წელს, ჩეჩენი დამოუკიდებლობისთვის მებძოლეების წინააღმდეგ სატანკო ჭავლივით იქნენ გადასროლილი რუსეთის კავკასიაში. ესენი იყვნენ კარგად გაწვრთნილი, კარგად შეიარაღებული და კარგად მომზადებული სპეცნაზები, ბრძანების კარგად შემსრულებლები, ზედმეტი ძალადობის გამოყენების გარეშე მოქმედება რომ შეუძლიათ. უნდა ითქვას, რომ 8 წელიწადში, პუტინმა შექმნა რუსეთის ნამდვილი არმია. გაზისა და ნავთობის რეზერვებით გაძლიერებული რუსული ძალა ბრუნდებოდა.

2008 წლის აგვისტოს თვეში, საპასუხო იერიშის დაწყებიდან 5 დღეში (რომელიც რუსეთს რომ ჰკითხო, იმიტომ დაიწყო რომ თბილისი 90 წლებში დაკარგული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის დაბრუნებას ცდილობდაო), რუსეთის ჯარმა საქართველო ფაქტიურად ორად გაყო და თბილისსაც დაემუქრა. მოულოდნელობისგან, ევროპა ისევ ქმედუუნარო აღმოჩნდა მიზანდასახული პუტინის წინაშე, რომელიც ყოველთვის ერთი სვლით წინ უსწრებს ხოლმე მას. ამავდროულად ევროპა არც კრემლის არგუმენტების წინაშეა გულგრილი, რომელიც ამტკიცებს, რომ თბილისის და მისი მებობოქრე პრეზიდენტ სააკაშვილის ბრალია « რუსი დათვის » გამოღვიძება. ევროპის პოლიტიკოსების ელიტის დიდი ნაწილი სააკაშვილის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი, მიაჩნევენ რა მას ზედმეტად პროამერიკელად, ნაციონალისტად, მეტიც - პოპულისტად. მეორე ნაწილი კი მზადაა დაეთანხმოს იმ აზრს, რომ მოსკოვს აქვს უფლება ისე მოიქცეს მის « შიდა ბაღში », როგორც სურს.

2012 წელს გამოჩნდება, თუ რამდენად კარგად და წინასწარ იყო მომზადებული ქართული ოპერაცია. მოგვიანებით, როცა იგივეს  ყირიმში გააკეთებს, რამოდენიმე თვეშივე აღიარებს და იტყვის, რომ ყირიმში შემჩნეული უფორმო ჯარისკაცები სინამდვილეში მისი ჯარის მოწინავე ერთეულები იყვნენ.

თუმცა საფრანგეთში ბევრს მიაჩნია, რომ 2008 წლის ზაფხულში, მაშინ როდესაც რუსეთის ჯარი უკვე თბილისზე მოდიოდა,  ნიკოლა სარკოზიმ მოახერხა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებაზე პუტინის დათანხმება. მაგრამ სინამდვილეში, რუსების მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში არაფერია ნათქვამი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ. გამოდის, რომ როდესაც ოსეთის სოფლებიდან ეთნიკურ ქართველებს ასახლებენ, ევროპელებისთვის მისაღებია ევროპის  სახელმწიფო საზღვრების ცვლა მისი ძლიერი მეზობლის მადის შესაბამისად. ამ ამბიდან ორი კვირის თავზე რუსეთმა ჯერ სამხრეთ ოსეთი აღიარა და შემდეგ აფხაზეთი (საქართველოს მეორე სეპარატისტული რეგიონი) და ამით ფაქტიურად ბოლო მოუღო ამ ტერიტორიების სტატუსზე მომავალი მოლაპარაკების შესაძლებლობას.

სადემარკაციო ხაზი ხდება საზღვარი.  ეს საზღვარი ბუნდოვანია და თან მოძრავი, როგორც ეს აჩვენა ახლანდელმა საზღვრის გადმოწევამ ბაქო-ჯეიჰანის ძალიან სტრატეგიულ ნავთობსადენის მიმდებარე ტერიტორიაზე. მიწის მითვისებები დარჩება უპასუხოდ, მანამ სანამ თბილისს არ ექნება სამხედრო შესაძლებლობა თავად დაიცვას თავისი უფლებები მისსავე ტერიტორიაზე.