საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

Le Monde - 11.08.2015

 

       ფრანგულ გამოცემაში „Le Monde" გამოქვეყნდა სტატია 2015 წლის 11 აგვისტოს, სამხრეთ ოსეთთან არსებული საოკუპაციო ხაზის გადაწევასთან დაკავშირებით.

თბილისი მოსკოვს სადემარკაციო ხაზის გადაწევაში ადანაშაულებს

            სადემარკაციო ხაზის გადაწევით  სამხრეთ ოსეთის ტერიტორია კიდევ უფრო გაიზარდა, შესაძლებელია „პროვოკაციამ" სიტუაციის გამწვავებაც გამოიწვიოს. ოფიციალური თბილისის განცხადებით, მოსკოვის მხრიდან სადემარკაციო ხაზი გადაწეულ იქნა სამი ქართული სოფლის მიდამოებში, რის შედეგადაც სოფლების მოსახლეობის საკუთრებაში მყოფი მინდვრები, ოკუპირებულ მხარეს, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მოექცა.

„ქართული ტერიტორიის მცოცავი ანექსია"

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქმე გვაქვს რუსეთის მხრიდან განხორციელებულ კიდევ ერთ პროვოკაციასთან, რომელიც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებასაა და სტაბილურობას და ამავდროულად, არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.

საქართველო კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაიცვას ნაკისრი საერთაშორისო ვალდბულებები და არ დაუშვას მსგავსი ქმედებების განხორციელება, რომელთაც შესაძლოა სიტუაციის გამწვავებამდე მიგვიყვანოს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ქნ. თინა ხიდაშელის განცხადებით, მთავრობა რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად უნდა დაეხმაროს სადემარკაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას. 

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ მტერი ყოველდღიურად ცდის ქართული მხარის მოთმინებას.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ ივლისის თვეში ოფიციალურმა თბილისმა ცხადად დაადანაშაულა მოსკოვი, სადემარკაციო ხაზის გადაწევაში და საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ მცოცავ ანექსიაში, რაც მათივე თქმით, საფრთხეს უქმნის მთლიანი რეგიონის მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

საქართველოს განცხადებით, რუსეთს მიზნად აქვს დასახული მცოცავი ანექსიის გაგრძელება, რათა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მოექცეს ბაქოსთან დამაკავშირებელი ნავთობსადენი.  აღნიშნული ნავთობსადენი 830 კილომეტრის სიგრძისაა და ევროპულ ბაზარზე გასასვლელად ყელსაყრელად მოისაზრება.     მარტის თვეში მოსკოვმა სამხრეთ ოსეთთან ხელი მოაწერა რიგ შეთანხმებებს, რის შედეგადაც რუსეთს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიისა და მოსახლეობის კონტროლის უფლება მიენიჭა, რამაც ოფიციალური თბილისის უკმაყოფილება გამოიწვია.

რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ გამოაცხადა და  სამხედრო ბაზები განათავსა ორივე რეგიონში. აღნიშნული რეგიონები საქართველოს ტერიტორიის 20%-ს წარმოადგენს, საქართველოს მთავრობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ოკუპირებულ ტერიტორიებად მოიხსენიებს.

 

"Le Monde "  - 2015 წლის 12 აგვისტო

სტატიის ავტორი  © Marie Jégo/Le Monde

Occupied Territories of Georgia

eVISA portal