საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საგარეო საქმეთა მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილის სამუშაო ვიზიტი საფრანგეთის რესპუბლიკაში

 

პრესის კომუნიკე

MEDEF International-ის მოწვევით,  ფრანგულ საწარმოთა მოძრაობა MEDEF, 2015 წლის 23 სექტემბერს უმასპინძლებს საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერსა  და საგარეო საქმეთა მინისტრს, ბ-ნ გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც საქართველოში მოქმედ ან საქართველოში საქმიანობით დაინტერესებულ ორმოცამდე ფრანგული საწარმოს მესვეურებს შეხვდება. შეხვედრაში ასევე მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე,  ქეთევან ბოჭორიშვილი.

ეს შეხვედრა, რომელიც საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება, Medef International-ის ფრანგულ-ქართული საწარმოების ხელმძღვანელების საბჭოს საქმიანობის შედეგია, რომელიც საქართველოში 1991 წლიდან, დამოუკიდებლობის შემდეგ დაიწყო. Medef International-ის წევრი საწარმოების დელეგაციები პირველად 2014 წლის მაისის თვეში იმყოფებოდნენ თბილისში საფრანგეთის პრეზიდენტის კავკასიაში ვიზიტის დროს, შემდეგ 2015 წლის მაისში ეწვივნენ საქართველოს.

Medef International-ის პრეზიდენტის, ჟან ბიურელის ხელმძღვანელობით წარმართული ამ შეხვედრის მთავარი მიზანია ფრანგი მეწარმეები გაეცნონ საქართველოს ხელისუფლების მთავარ ორიენტაციებს, მის პრიორიტეტებს ეკონომიკისა და ინვესტირების საკითხში, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისთვის გატარებულ უახლეს რეფორმებსა და ხელისუფლების მოლოდინებს უცხოელ პარტნიორებთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება ავიაციის, აგრარული, საბანკო, ენერგეტიკის და გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურისა და საინჟინრო, ლოგისტიკისა და ტრანსპორტის, ტელეკომუნიკაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების სექტორები. შეხვედრა საშუალებას მისცემს ფრანგ მეწარმეებს პირადად გააცნონ ვიცე პრემიერ-მინისტრს  თუ რა საკითხები და სირთულეები ხვდებათ მათ პროექტებს საქართველოში და გაუზიარონ მათი, როგორც ინვესტორების, გამოცდილება.

შეხვედრა დასრულდება Medef International-ს, ეროვნული საინვესტიციო სააგენტო Invest in Georgia-სა და ორგანიზაცია « Business Association of Georgia »-ს შორის თანამშრომლობის შესახებ ორი მემორანდუმის ხელმოწერით.

 

პარიზი, 2015 წლის 22 სექტემბერი

საქართველოს საელჩო საფრანგეთში