საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ლევილის კომისიის მორიგი სხდომა

2015 წლის 5 ოქტომბერს გაიმართა ლევილის შატოს მამულისა და ქონების საქართველოსათვის გადმოცემის და მისი შემდგომი ფუნქციის განსაზღვრის მიზნით შექმნილი კომისიის სხდომა ქ. პარიზში, საქართველოს საელჩოში, რომელსაც თავმჯდომარეობდა სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში, გელა დუმბაძე. პარიტეტული კომისიის წევრები იყვნენ, ქართული მხარიდან: საქართველოს იუსტიციის მინისტრი,თეა წულუკიანი, საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გოჩა ჯავახიშვილი, ხოლო, ფრანგული მხარიდან: ქართული კერას წარმომადგენლები ირენ ციციშვილი, ტიერი ბერიშვილი და ეთერ ფაღავა. სხდომაზე, რომელიც 5 საათი გრძელდებოდა განხილულ იქნა ლევილის მამულის საქართველოსთვის გადაცემის პროცესის წინა მოსამზადებელი პერიოდი, მხარეებმა განიხილეს ლევილის მამულის საქართველოსთვის გადაცემის ტექნიკური დეტალები და შეთანხმდნენ, რომ დიაგნოსტიკური წინასწარი შეფასების საპროექტო სამუშაოების შემდეგ ლევილის საქართველოსთვის გადაცემა შეუქცევადი პროცესი გახდება. 

france/12138504_915349455179582_7710331223371446454_o.jpg

france/12068418_915349458512915_3429312799309536955_o.jpg

france/12080185_915349451846249_6801909330486593715_o.jpg