საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ანსამბლ სულიკოს კონცერტი პარიზში

 

 

 

7 ნოემბერს გაიმართა თბილისისზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრთან არსებულიქართული ხალხური სიმღერის ანსამბლ “სულიკოს  კონცერტი პარიზის ცნობილ თეატრში Théâtre des Abbesses. ანსამბლი “სულიკო” წლების წინ შეიქმნა და წარმატებით გამოდის ქართულ თუ ევროპულ სცენაზე. პარიზის კონცერტიც, მისი ევროპული ტურნეს ნაწილი იყო, რომელსაც ფრანგული საპროდუსერო კომპანია Turquoise Production უწევს ორგანიზებას. 

ანსამბლი "სულიკო" პარიზელი მაყურებელის წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგა, შესრულებული იქნა ხალხური მუსიკა, პოპულარული ქართული სიმღერები და სიმღერები ხალხურ საკრავთა თანხლებით. კონცერტი განსაკუთრებით ემოციური იყო დიასპორის ძველი წარმომომადგენლებისთვის, თუმცა შთაბეჭდილებებს ვერ ფარავდა ფრანგი მაყურებელიც, რომელთაც მუსიკოსები პირადად გაესაუბრნენ კონცერტის დასრულების შემდეგ. აღსანიშნავია, რომ Théâtre des Abbesses ცნობილია თავისი პროგრამით "მსოფლიო მუსიკა" და მისი ერთგული მაყურებელიც კარგად იცნობს სხვადასხვა ქვეყნის მუსიკალურ მემკვიდრეობას, მიუხედავად ამისა ისინი აღფრთოვანებით აღნიშნავდნენ ქართული პოლიფონიის განსაკუთრებულობას. 

კონცერტს ასევე ესწრებოდა საქართველოს ელჩი საფრანგეთში, ეკატერინე სირაძე-დელონე, რომელმაც მუსიკოსებსა და მათი ევროპული ტურნეს ორგანიზატორს, მურატ გუმუსკაიამა მადლობა გადაუხადა წარმატებული კონცერტისთვის და მათთან თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. თავის მხრივ, მურატ გუმუსკაიამ მადლობა გადაუხადა საელჩოს გაწეული დახმარებისთვის.

france/1.jpg

france/12231352_10153538794221195_1443835985_n.jpg