საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი საფრანგეთში პლურიკლუბის საპატიო სტუმარი იყო

კლუბის წევრები, რომელშიც გაერთიანებულია როგორც საქმიანი წრეების, ასევე კულტურული სფეროსა და ადმინისტრაციის გავლენიანი წარმომადგენლები, რეგულარულად იკრიბებიან საქმიან ვახშამზე სხვადასხვა გამოჩენილ პირებთან საუბრის მიზნით.

ამჯერად, ვახშამის საპატიო სტუმარი იყო საქართველოს ელჩი საფრანგეთში, რომელიც დამსწრეებს ესაუბრა საქართველოს ისტორიის, კულტურის, ეკონომიკისა და სტრატეგიული მნიშვნელობის შესახებ.

ელჩმა ისაუბრა, საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებზე, დამსწრეებს გააცნო ის სახარბიელო საინვესტიციო პირობები, რომელიც შექმნილია ქვეყანაში ბიზნესის წარმოებისთვის. სტუმრები დაინტერესდნენ რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარებით და საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობით. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ევროკავშირსა და საქართვლოს შორის 2014 წელს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებულმა საკითხებმა.