საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გამოფენა - თბილისი ფრანგი ფოტოგრაფების ობიექტივში, მე19 საუკუნის უცნობი კოლექციები

 

9 დეკემბერს, ქ. პარიზში, საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით გაიხსნ ფოტო გამოფენა „თბილისი ფრანგ ფოტოგრაფთა ობიექტივში, მე-19 საუკუნის უცნობი კოლექციები". გამოფენა საგარეო საქმეთა სამინისტროს მცირებიუჯეტიანი პროექტების დაფინანსების პროგრამითა და საფრანგეთის არქიტექტურისა და კულტურული მემკვიდრეობის მედიათეკასთან პარტნიორობით შედგა, რომლის არქივებშიც არის დაცული აღნიშნულიკოლექცია. ასევე, გამოფენის პარტნიორია პარიზში მოღვაწე ქართველი ფოტოგრაფისა და კურატორის, შალვა ხახანაშვილის ასოციაცია Caravasarai–echanges artistiques. გამოფენის კურატორია საფრანგეთში მცხოვრები ქართველი მკვლევარი ანა ჭეიშვილი.

გამოფენაზე წარმოდგენილი სამი ფრანგი ფოტოგრაფის 30 ნამუშევარი, რომლებიც 1890-იანი წლების თბილისს ასახავს. პოლ ნადარისა და პოლ ლანკრენონის სახელები ცნობილია ფრანგულ ფოტოგრაფიაში და საქართველოში მათი მოგზაურობის შესახებ ცნობებიც არის დაცული. სამწუხაროდ, უცნობია მესამე ფოტოგრაფის ვინაობა, რომლის კოლექციაც ინახება ფრანგი არქიტექტორის ჰენრი დენოს არქივში.

გამოფენა დამთვალიერებლებს საშუალებას მისცემს გაეცნონ ფრანგი ფოტოგრაფების თვალით დანახულ მე-19 საუკუნის თბილისს. ამ ფოტოებით კიდევ უფრო უკეთ ჩანს ის წვლილი, რაც მათ  ქართული კულტურული მემკვიდრეობის ფოტო-ფიქსაციის საქმეში შეიტანესუნდა აღინიშნოს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საფრანგეთის არქივებში დაცული საქართველოს ამსახველი ფოტოები საგამოფენო სივრცეში იფინება და მათი ნახვა ღიაა ფართო საზოგადოებისთვის.

გამოფენა გაიმართება გალერეაში Heartgalerie და გასტანს 14 დეკემბრამდე.

შესვლა უფასოა.

 

.france/affiche.jpg