საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლება

 

საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო უკვე დაკარგა, უფლება აქვს, 2020 წლის 31 დეკემბრამდე მოითხოვოს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა.

  • -პირს მოქალაქეობა აღდგენის წესით მიენიჭება თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

    ) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა;

    ბ) არ არსებობს საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის საფუძვლები;

     

    სრულწლოვანი პირი პირადად უნდა გამოცხადდეს საკონსულოში და წარადგინოს:

  1. შევსებული ანკეტა (იხილეთ დანართი);

     

  2. სხვა ქვეყნის მოქალაქის პასპორტი

     

    (ყურადღება!!! იმ შემთხვევაში, თუ სახელი და/ან გვარი ფრანგულ პასპორტში მითითებულია ქართული პასპორტისგან განსხვავებული ორთოგრაფიით ან დამატებით მითითებულია მეუღლის გვარი, უნდა წარმოადგინოთ აპოსტილით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანიც.)

     

  3. საქართველოს მოქალაქის პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;

     

  4. ფოტოსურათი - 1 ცალი (3 x 4 );

     

    დღეის მდგომარეობით, აღნიშნული სერვისი უფასოა.

     

    გაითვალისწინეთ, რომ საკონსულოში მიღება მიმდინარეობს წინასწარ ჩაწერით. გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს საკონსულოში ვიზიტზე ჩასაწერად.

     

    არასრულწლოვანი პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის საკითხის განსახილველად წარდგენილი უნდა იქნეს:

     

  1. მშობლის მიერ შევსებული ანკეტა (იხ. დანართი)
  2. დაბადების მოწმობა;
  3. სხვა ქვეყნის მოქალაქის პასპორტი

    (ყურადღება!!! იმ შემთხვევაში, თუ სახელი და/ან გვარი ფრანგულ პასპორტში მითითებულია ქართული პასპორტისგან განსხვავებული ორთოგრაფიით ან დამატებით მითითებულია მეუღლის გვარი, უნდა წარმოადგინოთ აპოსტილით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანიც.)

     

  4. 14 წლის ასაკს მიღწეული არასრულწლოვანი პირის თანხმობა;
  5. მშობლების თანხმობა ;
  6. მშობლების პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;

     

     

    გაითვალისწინეთ, რომ :

  • -საფრანგეთში დაბადებული საქართველოს მოქალაქის დაბადების მოწმობა დამოწმებული უნდა იქნას აპოსტილის ბეჭდით და ნათარგმნი ქართულ ენაზექართული თარგმანიც უნდა იქნას დამოწმებული აპოსტილით.

     

  • -თუ ორივე მშობელი საქართველოს მოქალაქეა, თანხმობის დაწერა შესაძლებელია ადგილზე, საკონსულოში. იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მშობელი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, საკონსულოში უნდა წარადგინოთ სათანადო წესით დამოწმებული წერილობითი თანხმობა.

     

    თანხმობა უნდა იყოს დამოწმებული ან ნოტარიუსის მიერ (légalisation de la signature) ან შესაბამისი ქვეყნის საკონსულოს მიერ, ქართულ ენაზე ნათარგმნი და აპოსტილით დამოწმებული. (იხილეთ თანხმობის ტექსტის ნიმუში - არასრულწლოვანისთვის თანხმობის ნიმუში.docx)

     

    თუ ერთ-ერთი მშობელი იმყოფება ან საქართველოს ან საფრანგეთის გარეთ, მას თანხმობის დაწერა შეუძლია ადგილმდებარე ქვეყანაში საქართველოს საკონსულოში. საფრანგეთში საქართველოს საკონსულოში უნდა წარმოადგინოთ თანხმობის ორიგინალი.

  • -თუ არასრულწლოვანს დაბადების მოწმობაში მხოლოდ დედა უწერია და დაბადების აქტში შეტანილი არ არის მამის შესახებ ინფორმაცია, მაშინ მხოლოდ დედის თანხმობა საკმარისია.

დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს ყოველ ორშაბათს და ოთხშაბათს 15:00 – 17:00 და პარასკევს 10:00 – 13:00 შემდეგ ნომერზე 01 45 02 11 07

2. აღდგენის წესით მინიჭების განცხადება.doc