საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება

 

სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეს შეუძლია შეინარჩუნოს საქართველოს მოქალაქეობა.

ამისათვის, დაინტერესებულმა პირმა, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე  საქართველოდან უნდა მიიღოს  თანხმობა მოქალაქეობის შენარჩუნებაზე.

ყურადღება! საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც უკვე მიიღეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, თუმცა მათ მიმართ 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგვის თაობაზე, უფლება აქვთ, 2019 წლის 15 აგვისტომდე მოითხოვონ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება.

  • ვის უნდა მიმართოთ თანხმობის მისაღებად?

    მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნის განცხადებით შეგიძლიათ მიმართოთ საკონსულო სამსახურს ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოში.

  • რა შემთხვევაში გაიცემა თანხმობა?

    სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის სამომავლო კავშირი საქართველოსთან სარწმუნოდ იქნება მიჩნეული.

  • წარსადგენი დოკუმენტაცია

    სრულწლოვანი პირი პირადად უნდა გამოცხადდეს საკონსულოში და წარადგინოს:

  1. შევსებული ანკეტა (იხ. დანართი);
  2. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოსაპოვებლად წარმოების მიმდინარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (აპოსტილით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმნითურთ);*

    *თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა უკვე მოიპოვეთ, უნდა წარმოადგინოთ საზღვარგარეთის პასპორტი.

    იმ შემთხვევაში, თუ სახელი და/ან გვარი ფრანგულ პასპორტში მითითებულია ქართული პასპორტისგან განსხვავებული ორთოგრაფიით ან დამატებით მითითებულია მეუღლის გვარი, უნდა წარმოადგინოთ აპოსტილით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანიც.

  3. საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტი ან პირადობა;
  4. ფოტოსურათი - 1 ცალი (3 x 4 );

    დღეის მდგომარეობის სერვისი უფასოა

     

    საკონსულოში მიღება მიმდინარეობს წინასწარ ჩაწერით. გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს საკონსულოში ვიზიტზე ჩასაწერად.

     

  • არასრულწლოვანის შემთხვევაში

არასრულწლოვანს, რომელმაც დაბადებით საქართველოსთან ერთად სხვა ქვეყნის მოქალაქეობაც მოიპოვა, უნარჩუნდება საქართველოს მოქალაქეობა 18 წლის ასაკის მიღწევამდე. აღნიშნულ ვადაში, არასრულწლოვნის მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ განცხადებით უნდა მიმართოს საკონსულო სამსახურს, წინააღმდეგ შემთვევაში მას შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა.

 

არასრულწლოვანი პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განსახილველად უნდა წარადგინოთ:

 

  1. მშობლის მიერ შევსებული ანკეტა (იხ. დანართი)
  2. დაბადების მოწმობა;
  3. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოსაპოვებლად წარმოების მიმდინარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (აპოსტილით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმნითურთ)*

    *თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა უკვე მოიპოვეთ, უნდა წარმოადგინოთ საზღვარგარეთის პასპორტი.

    იმ შემთხვევაში, თუ სახელი და/ან გვარი ფრანგულ პასპორტში მითითებულია ქართული პასპორტისგან განსხვავებული ორთოგრაფიით ან დამატებით მითითებულია მეუღლის გვარი, უნდა წარმოადგინოთ აპოსტილით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანიც.

  4. 14 წლის ასაკს მიღწეული არასრულწლოვანი პირის თანხმობა;
  5. მშობლების თანხმობა;
  6. მშობლების პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;
  7. ფოტოსურათი - 1 ცალი (3 x 4);

 

 

გაითვალისწინეთ, რომ :

  • -საფრანგეთში დაბადებული საქართველოს მოქალაქის დაბადების მოწმობა დამოწმებული უნდა იქნას აპოსტილის ბეჭდით და ნათარგმნი ქართულ ენაზექართული თარგმანიც უნდა იქნას დამოწმებული აპოსტილით.

     

  • -თუ ორივე მშობელი საქართველოს მოქალაქეა, თანხმობის დაწერა შესაძლებელია ადგილზე, საკონსულოში. იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მშობელი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, საკონსულოში უნდა წარადგინოთ სათანადო წესით დამოწმებული წერილობითი თანხმობა.

     

    თანხმობა უნდა იყოს დამოწმებული ან ნოტარიუსის მიერ (légalisation de la signature) ან შესაბამისი ქვეყნის საკონსულოს მიერ, ქართულ ენაზე ნათარგმნი და აპოსტილით დამოწმებული. (იხილეთ თანხმობის ტექსტის ნიმუში - არასრულწლოვანისთვის თანხმობის ნიმუში.docx)

     

  • -თუ ერთ-ერთი მშობელი იმყოფება ან საქართველოს ან საფრანგეთის გარეთ, მას თანხმობის დაწერა შეუძლია ადგილმდებარე ქვეყანაში საქართველოს საკონსულოში. საფრანგეთში საქართველოს საკონსულოში უნდა წარმოადგინოთ თანხმობის ორიგინალი.

     

  • -თუ არასრულწლოვანს დაბადების მოწმობაში მხოლოდ დედა უწერია და დაბადების აქტში შეტანილი არ არის მამის შესახებ ინფორმაცია, მაშინ მხოლოდ დედის თანხმობა საკმარისია.

 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს ყოველ ორშაბათს და ოთხშაბათს 15:00 – 17:00 და პარასკევს 10:00 – 13:00 შემდეგ ნომერზე 01 45 02 11 07

 ანკეტა