საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ჯანდაცვა

2013 წლიდან საქართველოში მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა, რომელის უზრუნველყოფს მოსახლეობის სამედიცინო სერვისებზე უნივერსალურ ხელმისაწვდომობას.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ითვალისწინებს სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მათ შორის ონკოლოგიური დაავადებებისა და C ჰეპატიტის მკურნალობას.

პროგრამის ბენეფიციარებს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მათ შორის, 18 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში - პირადი ნომერი ან დაბადების მოწმობა), პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები; აგრეთვე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი და ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები.

ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობა

საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა. კერძოდ, ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, სხივური თერაპია და ამ პროცედურებთან დაკავშირებული გამოკვლევები და მედიკამენტები (გარდა ჯანდაცვის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ონკოჰემატოლოგიური მომსახურებისა) – წლიური ლიმიტი 12 000 ლარი.

C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა

 აღნიშნული პროგრამის მიზანია საქართველოში C ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირება დაავადების პრევენციაზე, დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე მოსახლეობის  ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გზით.

პროგრამა ითვალისწინებს დაავადების სკრინინგს, დიაგნოსტიკას, საჭირო მედიკამენტებით (ჰარვონი, სოფოსბუვირი, რიბავირინი, ინტერფერონი)  უზრუნველყოფას და მკურნალობისათვის საჭირო მონიტორინგის კვლევებს.

პაციენტის პროგრამაში ჩასართავად საჭირო პროცედურები:

  • პირის პროგრამის მოსარგებლედ ცნობა ხორციელდება სააგენტოს მიერ. სააგენტო მოსარგებლეთა პრერეგისტრაციას/რეგისტრაციას ახორციელებს C ჰეპატიტის მართვის სერვისცენტრისა და სააგენტოს თბილისის რაიონული და რეგიონული ოფისების მეშვეობით.

  • დიაგნოსტიკის კომპონენტში ჩასართავად სააგენტო ელექტრონული პროგრამის – elimination.moh.gov.ge (შემდგომში – ელექტრონული ბაზა) მეშვეობით ახორციელებს პაციენტთა პრერეგისტრაციას.

  • პრერეგისტრაციისათვის HCV RNA დადებითი შედეგის მქონე პაციენტი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი მიმართავს C ჰეპატიტის მართვის სერვისცენტრს ან

სააგენტოს თბილისის რაიონულ და რეგიონულ ოფისებს და გაივლის პრერეგისტრაციის პროცესს. პრერეგისტრაციის ეტაპზე პაციენტი ირჩევს რეგიონს და მისთვის სასურველ კლინიკას, სადაც გადამისამართდება დიაგნოსტიკური კვლევების ჩასატარებლად. მკურნალობის კომპონენტში ჩასართავად, სააგენტო ელექტრონული ბაზის მეშვეობით ახორციელებს პაციენტთა რეგისტრაციას. რეგისტრაციისათვის საჭიროა, პაციენტმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, C ჰეპატიტის მართვის სერვის ცენტრში ან სააგენტოს თბილისის რაიონულ და რეგიონულ ოფისებში წარადგინოს ფორმა №IV-100/ა (დედანი), ამ პროგრამის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კვლევების დოკუმენტები (დასაშვებია, მხოლოდ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, შესაბამისი საქმიანობის უფლების მქონე დაწესებულებებში ჩატარებული კვლევების (გარდა HCV გენოტიპის კვლევისა) წარდგენა) და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

  • ფორმა №IV-100/ა გაცემული უნდა იყოს ამ პროგრამის მიმწოდებლის მიერ და უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ჩატარებული კვლევების, მათი შედეგების (პროგრამის ფარგლებში ჩატარებული კვლევები ამობეჭდილი უნდა იყოს elimination.moh.gov.ge-ს ვებგვერდიდან), კვლევების ჩატარების თარიღის (ვალიდურია 2015 წლის 28 აპრილის შემდეგ ჩატარებული კვლევები) მითითებით, ასევე დანიშნულებისა (მედიკამენტებისა და დოზირებების მითითებით) და მკურნალობის კურსის ხანგრძლივობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს ამ პროგრამის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კვლევები ჩატარებული აქვს პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ მიმწოდებელთან, ამ პროგრამის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 პუნქტით განსაზღვრული სერვისი მიეწოდება იმავე მიმწოდებლის მიერ, გარდა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობით და ჯანმრთელობის მდგომარეობით (დადასტურებული დოკუმენტით - ფორმა NIV- 100/ა) გამოწვეული გამონაკლისებისა. ამასთან დაუშვებელია მიმწოდებელი დაწესებულების შეცვლა დიაგნოსტიკის კომპონენტის ან მკურნალობის კომპონენტის დასრულებამდე, გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობით გამოწვეული გამონაკლისებისა (დადასტურებული დოკუმენტით - ფორმა NIV- 100/ა).(30.12.2016 N633).

  • სააგენტო ახორციელებს რეგისტრირებული პაციენტების სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემების ატვირთვას ელექტრონულ ბაზაში.

  • პაციენტთა მკურნალობაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს „C ჰეპატიტის მართვის პროგრამის მკურნალობის კომპონენტში პაციენტთა ჩართვის უფლების განმსაზღვრელი კომისია“, რომელიც ხელმძღვანელობს ამ წესით, C ჰეპატიტის პროგრამის მართვის კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციით (გაიდლაინი) და შესაბამისი ნორმატიული აქტებით.

  • კომისიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სააგენტო ახდენს პაციენტთა ინფორმირებას სატელეფონო მესიჯის საშუალებით, კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს 3 სამუშაო დღისა.

  • პაციენტმა, შეტყობინების მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში, უნდა მიმართოს შესაბამის დაწესებულებას მკურნალობის დასაწყებად. სერვისის მიმწოდებელი დაწესებულება, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მიხედვით, ახორციელებს მკურნალობის კომპონენტში იმ პაციენტების ჩართვას, რომლებსაც ელექტრონულ პროგრამაში უფიქსირდებათ კომისიის დადებითი გადაწყვეტილება. ასევე ახდენს პაციენტის ინფორმირებას პროგრამით განსაზღვრული მომსახურების წესის (მათ შორის, ვიდეოკამერის მეთვალყურეობის ქვეშ მედიკამენტის მიღების შესახებ, ასევე რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში, მოსალოდნელი სანქციების შესახებ) შესახებ და აფორმებს (სერვისის მიმწოდებელი პაციენტი) ხელშეკრულებას, რაზედაც ხელს აწერს პაციენტი/კანონიერი წარმომადგენელი.

 

სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა

პროგრამის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, ხანდაზმული მოქალაქეებისათვის, სოციალურად დაუცველთათვის და სხვა მოწყვლადი ჯგუფებისათვის მათი ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით, ხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები:

  • ომის მონაწილეთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა;

  • დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა:

    • სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფისა და შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის კომპონენტი;

    • საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი;

    • სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტი; ყავარჯნებით, ხელჯოხ-ყავარჯნებით, უსინათლოთა ხელჯოხებითა და გადასაადგილებელი ჩარჩოებით უზრუნველყოფის კომპონენტი.

    • ყრუთა კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა;

    • სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამა;

 

ზემოაღნიშნული პროგრამების ადმინისტრირების ორგანოა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, რომელიც ახორციელებს გასაცემლების დანიშვნას, შეჩერებას, განახლებას, შეწყვეტას და მათ გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობების რეგულირებას.