საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საფრანგეთში შემოსვლა და მასთან დაკავშირებული ფორმალობები 

2017 წლის 28 მარტიდან, ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები, შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ მგზავრობენ. 

მოკლევადიანი ვიზიტი ითვალისწინებს უვიზოდ დარჩენის უფლებას 90 დღით ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში.​ დეტალური ინფორმაცია უვიზო მიმოსვლის შესახებ იხილეთ რუბრიკაში ინფორმაცია უვიზოდ მგზავრობის შესახებ.

საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მოემგზავრება საფრანგეთში 90 დღეზე ხანგრძლივი ვიზიტით ესაჭიროება შესაბამისი კატეგორიის ვიზა. ამ ვიზების გაცემის ძირითადი მოტივი სწავლა, მუშაობა და ოჯახური გამთლიანებაა. დამატებითი ინფორმაცია დოსიეს მომზადების და საბუთების შესახებ  იხილეთ ქ. თბილისში საფრანგეთის საელჩოს ვებ გვერდზე

ბინადრობის  ბარათი “კომპეტენტურობა და ტალანტი”

საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ  ისარგებლონ ბარათით “კომპეტენტურობა და ტალანტი”, რომელიც განკუთვნილია შესაბამის სფეროში მაღალი კვალიფიკაციის მქონე ან  განსაკუთრებული ტალანთითა და ნიჭით (ხელოვნება, სპორტი ა.შ.) დაჯილდოებული პირებისთის.

ბარათი საშუალებას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს იმუშაონ და იცხოვრონ საფრანგეთის ტერიტორიაზე 3 წლის განმავლობაში, ერთხელ გაგრძელების უფლებით.

ვის შეუძლია ისარგებლოს ბარათით « კომპეტენტურობა და ტალანტი » ?  ამ ბარათის მოთხოვნა შეუძლია სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, რომელთა კომპეტენტურობა გამორჩეულია.  საჭირო კომპეტენტურობის მინიმალური დონეა : ბაკალავრის ხარისხი და პროფესიული მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება, ან მაგისტრის ხარისხი და პროფესიული მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება, ან დოქტორის ხარისხი.  

ეს ბარათი ვრცელდება ეკონომიკურ, კულტურულ, სპორტულ, ინტელექტუალურ, ჰუმანიტარულ და სამეცნიერო სფეროებზე.

დეტალური ინფორმაცია  შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე