საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ!

ფრთხილად ტრეფიკინგია!

ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) მონობის თანამედროვე ფორმას წარმოადგენს და შეეხება ადამიანებს, რომლებიც საზღვარგარეთ სამუშაოდ ან სასწავლებლად გასამგზავრებლად მიმართავენ სავიზო აგენტებსა და დასაქმების ფირმებს, რომლებსაც ფაქტიურად არაკეთილსინდისიერი პირები მართავენ. ეს უკანასკნელი მათ ფანტასტიკურ სამუშაოს და იდეალურ საცხოვრებელ პირობებს სთავაზობენ, მაგრამ სინამდვილეში განზრახვული აქვთ ამ ადამიანების ექსპლუატაცია.

სისხლის სამართლის კოდექსის (143/1,143/3 მუხლები) თანახმად, ადამიანებით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) არის ადამიანის ყიდვა ან გაყიდვა, ან მის მიმართ სხვა უკანონო გარიგების განხორციელება, აგრეთვე მუქარით, ძალადობით, ან იძულების სხვა ფორმით, მოტაცებით, შანტაჟით, თაღლითობით, მოტყუებით, უმწეო მდგომარეობის ან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით, საზღაურის ანდა სარგებლის მიცემის ან მიღების გზით იმ პირის თანხმობის მისაღწევად, რომელსაც სხვა პირზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, ადამიანის გადაბირება, გადაყვანა, გადამალვა, დაქირავება, ტრანსპორტირება, გადაცემა, შეფარება ანდა მიღება ექსპლუატაციის მიზნით, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თორმეთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმების ერთი წლის ვადით.

რჩევები საზღვარგარეთ წასვლის მსურველთათვის:

თუ თქვენ აპირებთ წასვლას საზღვარგარეთ, ნუ ჩაიგდებთ თავს საფრთხეში. დაიცავით უსაფრთხოების ზომები და გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე, რათა არ გახდეთ ტრეფიკინგის მსხვერპლი.

ბრმად ნუ ენდობით დაპირებებს, ნებისმიერ ტურისტულ და დასაქმების სააგენტოს, რომელიც გთავაზობთ უცხოეთში სწავლას, მუშაობას, დასვენებას. ნუ ენდობით პირს, რომელიც გპირდებათ ვიზით უზრუნველყოფას საკონსულოში თავენი პირადად გამოცხადების გარეშე.

გახსოვდეთ, რომ უცხოეთში არალეგალური გზით გამგზავრება კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა და სერიოზულ რისკთან არის დაკავშირებული.

ნუ გადასცემთ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს სხვას.

წინასწარ გადაამოწმეთ დამსაქმებლის მიერ შემოთავაზებული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია. მოითხოვეთ თქვენი დამსაქმებლის ან სასწავლებლის საკონტაქტო მონაცემები.

გახსოვდეთ!

იმისთვის რომ საზღვარგარეთ კანონიერად იმუშაოთ, გჭირდებათ მუშაობის ნებართვა, რომელსაც უცხოელ დამსაქმებელთან სამუშაო კონტრაქტის საფუძველზე იღებთ, ხოლო საზღვარგარეთ სასწავლებლად გამგზავრებამდე უნდა მიიღოთ სპეციალური სასწავლო ვიზა.

გახსოვდეთ!

დანიშნულების სახელმწიფოში ჩასვლისთანავე დაუყონებლივ აცნობებთ საქართველოს საელჩოს ან საკონსულო დაწესებულებას თქვენი ადგილსამყოფელის შესახებ და დადექით საკონსულო აღრიცხვაზე.

საკონსულო აღრიცხვას ექვემდებარებიან საქართველოს მოქალაქეები, ერთ თვეზე მეტი ვადით საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები (მათ შორის 16 წლის ასაკს მიღწეული პირები, რომლებიც საკონსულო აღრიცხვაზე დგებიან მშობლებთან, მეურვეებთან, მზრუნველებთან ან სხვა კანონიერ წარმომადგენლებთან ერთად).

თუ თქვენ ტრეფიკინგის მსხვერპლი ხართ და საჭიროებთ დახმარებას:

თუ თქვენ ადამიანის ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი გახდით მიმართეთ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებებს, რომელიც დაიცავს თქვენს უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, სიცოცხლეს, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში და უზრუნველყოფს თქვენს უსაფრთხო დაბრუნებას სამშობლოში. 

თუ თქვენ იმყოფებით ქვეყანაში, სადაც არ არის საქართველოს საელჩო ან საკონსულო დაწესებულება, თქვენ უნდა მიმართოთ ადგილსამყოფელი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს ან ადგილსამყოფელ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს ან დაგვიკავშირდეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზის ტელეფონის ნომერზე.

ტრეფიკინგის მსხვერპლად აღიარებული პირი სარგებლობს სახელმწიფოს განსაკუთრებული მფარველობით, სარგებლობს სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სხვა სახის დახმარებით.

დამატებით, მოგაწვდით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში არსებული ცხელი ხაზის ტელეფონების კოორდინატებს და იმ შემთხვევაში თუ თქვენი უფლებები და ინტერესები იქნება შელახული, გთხოვთ, დაუყოვნელივ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ ნომრებზე:

(+ 995 32) 294 50 50 - სამუშაო საათებში - 09:30 დან- 18:30 სთ-მდე;

( + 995) 577 98 40 20 - გადაუდებელ და ფორს-მაჟორულ შემთხვევებში - 24 საათის განმავლობაში;

ელექტრონული ფოსტის მისამართია: consulinfo@mfa.gov.ge

საფრანგეთის რესპუბლიკაში შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს საელჩოს საფრანგეთის რესპუბლიკაში:

Ambassade de Géorgie

104, avenue Raymond Poincaré 75116 Paris

ტელ: 01 45 02 11 07

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ესტუმროთ ქვემოთ ჩამოთვლილ ელექტრონულ მისამართებს და იხილოთ მიმაგრებული ფაილები:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა

http://mfa.gov.ge/MainNav/ConsularInformation/Trafficking.aspx;

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო

http://www.justice.gov.ge/Ministry/Department/309;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - ადამიანით ვაჭრობა

http://police.ge/ge/projects/adamianit-vachroba;

დამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი

http://www.atipfund.gov.ge/index.php/ka/news

საქართველოს მთავარი პროკურატურა

- უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო http://pog.gov.ge/geo/trafficking?info_id=44

- სახელმწიფო ფონდი http://pog.gov.ge/geo/trafficking?info_id=43

- სამოქმედო გეგმა - სამოქმედო გეგმა http://pog.gov.ge/geo/trafficking?info_id=42

- ეროვნული რეფერალური მექანიზმი - http://pog.gov.ge/geo/trafficking?info_id=38

- საერთაშორისო თანამშრომლობა http://pog.gov.ge/geo/international?info_id=14

მსხვერპლს სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, თქვენ უფლება გაქვთ ისარგებლოთ თავშესაფრით. თავშესაფარი არის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება, რომლის მიზანია ადამიანით ვაჭრობით (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა თავშესაფრით უზრუნველყოფა და იურიდიული, ფსიქოლოგიური, სამედიცინო ან/და სხვა სახის მომსახურება მათი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვის, რეაბილიტაციისა და ოჯახსა და საზოგადოებაში სრული რეინტეგრაციის მიზნით.

გადაუდებელი და ფორს მაჟორულ შემთხვევებში სატელეფონო კონსულტირება შესაძლებელი შემდეგ ნომერზე: (995) 577 98 40 20

იხილეთ მიმაგრებული ბროშურა

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა.

გთხოვთ, გადაამოწმოთ თქვენი სტატუსი საქართველოს საკონსულო სამსახურთან ტელეფონის ნომერზე (+33 1) 45 02 1 ზარების მიღება ხორციელდება ორშაბათს და ოთხშაბათს 15:00-დან 17:00 საათამდე და პარასკევს 10:00-დან 13 საათამდე.

გმადლობთ თანამშრომლობისთვის!

Occupied Territories of Georgia

eVISA portal