საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ორთოგრაფიის დამოწმება

საბუთების ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში შეავსეთ თანდართული ანკეტა და დაურთეთ შემდეგი დოკუმენტები :

(ცნობა გაიცემა ფრანგულ ენაზე)

1. წერილობითი განცხადება ხელმოწერილი (იხილეთ დანართი)

2. პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი

3. ფრანგული დოკუმენტის ასლი, სადაც სახელი და გვარი სხვა ორთოგრაფიით არის მითითებული

4. ცნობის საფასურია - 25 ევრო, გადახდის დამადასტურებელ ქვითარს (AVIS D'OPERATION DE VIREMENT) დაურთავთ საბუთებს

 

საკონსულოში ფასიანი მომსახურების მისაღებად, აუცილებელია საფასურის წინასწარ გადარიცხვა საკონსულოს შესაბამის ანგარიშზე და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალის საკონსულოში წარდგენა. (AVIS D'OPERATION DE VIREMENT)

 

საკონსულო მომსახურების საფასურის გადარიცხვისას გაითვალისწინეთ, რომ დანიშნულების შინაარსის მითითება სავალდებულოა (MOTIF DE L'OPERATION DE VIREMENT).

 

დანიშნულების ველში მიუთითეთ მომსახურების ტიპი და იმ მოქალაქის სახელი და გვარი, ვისზეც გაიცემა დოკუმენტი. (მაგ: პასპორტი - სახელი/გვარი - გიორგი გიორგაძე, ცნობა - პავლე პეტრიაშვილი, დასაბრუნებელი მოწმობა - პეტრე პავლიაშვილი)

 

ონლაინ ბანკით განხორციელებული გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი მისაღები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანიშნულების ველში მითითებულია მოქალაქის სახელი და გვარი და მომსახურების ტიპი.



თითოეული მომსახურებისთვის უნდა განხორციელდეს ერთი გადმორიცხვა

 

ანგარიშის ნომერია: Titulaire du compte - Consulat Ambassade de Georgie

Banque: 30568  Guichet 19904   № compte  00020091202  Clé  73

IBAN: FR76 3056 8199 0400 0200 9120 273

BIC (Bank Identifier Code) : CMCIFRPP



აღნიშნული საბუთები გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე:

Ambassade de Géorgie
Service Consulaire
104, avenue Raymond Poincaré
75116 Paris

თუ გნებავთ, რომ ცნობა დაგიბრუნდეთ სახლში, დაურთეთ აგრეთვე საშუალო ან დიდი ზომის კონვერტი (ფორმატი A4 ან A5), რომელსაც ეწერება თქვენი ზუსტი საფოსტო მისამართი დაეკვრება 6,00 ევროს ოდენობის საფოსტო მარკა. აღნიშნული კონვერტით დოკუმენტები უკან დაგიბრუნდებათ.

საკონსულოში მოსვლის შემთხვევაში წინასწარ შეხვედრის დასანიშნად ანკეტას ავსებთ საკონსულოს ვებ-გვერდზე და წარსდგებით თქვენს მიერ მონიშნულ დღეს ზემოაღნიშნული დოკუმენტებით;

• მომსახურება ხორციელდება 10 დღის ვადაში

დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს 01 45 02 11 07

ორშაბათს და ოთხშაბათს 15სთ-დან 17სთ-მდე და პარასკევს 10სთ-დან 13სთ-მდე

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა.

გთხოვთ, გადაამოწმოთ თქვენი სტატუსი საქართველოს საკონსულო სამსახურთან ტელეფონის ნომერზე (+33 1) 45 02 1 ზარების მიღება ხორციელდება ორშაბათს და ოთხშაბათს 15:00-დან 17:00 საათამდე და პარასკევს 10:00-დან 13 საათამდე.

გმადლობთ თანამშრომლობისთვის!

Occupied Territories of Georgia

eVISA portal