საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ცნობა ნასამართლეობის შესახებ

(ცნობა უფასოა და გაიცემა ფრანგულ ენაზე)

გთხოვთ, დოკუმენტის ორიგინალთან ერთად, იქონიოთ ასლები! 

მოქალაქე საკონსულოში პირადად უნდა წარსდგეს წინასწარ დანიშნული შეხვედრის დღეს* და წარმოადგინოს:

1. პასპორტი ან პირადობის მოწმობა

 * საკონსულოში შეხვედრის დასანიშნად ანკეტას ავსებთ საკონსულოს ვებ-გვერდზე და წარსდგებით თქვენს მიერ შერჩეულ დღეს ზემოაღნიშნული დოკუმენტით.

თუ გსურთ, რომ ცნობა უკან ფოსტით დაგიბრუნდეთ, საბუთებს თან დაურთეთ აგრეთვე საშუალო ან დიდი ზომის კონვერტი (ფორმატი A4 ან A5), რომელსაც ეწერება თქვენი ზუსტი საფოსტო მისამართი და ეკვრება 6,00 ევროს ოდენობის საფოსტო მარკა (ერთი ცნობისთვის). წინააღმდეგ შემთხვევაში, ცნობის ასაღებად საკონსულოში მოსვლა შესაძლებელია მხოლოდ პარასკეობით 10სთ-დან 13სთ-მდე.

• მომსახურება ხორციელდება 10 დღის ვადაში

დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს შემდეგ ნომერზე 01 45 02 11 07 ოთხშაბათობით ან პარასკეობით, 10სთ-დან 13სთ-მდე

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა.

გთხოვთ, გადაამოწმოთ თქვენი სტატუსი საქართველოს საკონსულო სამსახურთან ტელეფონის ნომერზე (+33 1) 45 02 1 ზარების მიღება ხორციელდება ორშაბათს და ოთხშაბათს 15:00-დან 17:00 საათამდე და პარასკევს 10:00-დან 13 საათამდე.

გმადლობთ თანამშრომლობისთვის!

Occupied Territories of Georgia

eVISA portal